ლევან გოფოძე - რესპუბლიკური საავადმყოფო არ იღებს თვითდინებით პაციენტებს, აქ პაციენტები მოჰყავს სასწრაფო დახმარების მანქანას

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფო თვითდინებით პაციენტებს არ იღებს.

მისი თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფო ქვეყანაში განსაზღვრული პროტოკოლის მიხედვით მოქმედებს და პაციენტები კლინიკაში სასწრაფო დახმარების მანქანებს შეჰყავს.

„კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო არ იღებს თვითდინებით პაციენტებს. რესპუბლიკურ საავადმყოფოში პაციენტები მოჰყავს სასწრაფო დახმარების მანქანას. თქვენ იცით, რომ ჩვენ ქვეყანაში გამოქვეყნდა პროტოკოლი, რომელიც მკვეთრად განსაზღვრავს და გამიჯნავს ერთმანეთისაგან იმ პაციენტებს, ვინც არიან საეჭვო კორონაზე და არ არიან. ამიტომაც, რადგანაც რესპუბლიკური საავადმყოფო, როგორც ერთ-ერთი ცენტრალური მიმღები ყველა იმ პაციენტისა, რომელიც საეჭვოა კორონავირუსის მატარებლობაზე, იღებს მკაცრად პროტოკოლის მიხედვით იმიტომ, რომ აქ ნაკადების უმართავი სიტუაციის შექმნა არ მოხდეს და არ დარჩნენ კლინიკის გარეთ ის ადამიანები, ვინც ჭეშმარიტად საჭიროებენ ჩვენს მეთვალყურეობას, გამოკვლევას, იგივე კორონავირუსის დიაგნოსტირებას. ამიტომაც, ჩვენ ვმოქმედებთ მკვეთრად განსაზღვრული პროტოკოლის შესაბამისად. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ არ ვიღებთ თვითდინებით პაციენტებს. თვითდინებით მიმართულების პაციენტების სულ სხვა ნაკადია და მათ უნდა მიმართონ სხვა ჩვეულებრივ სომატურ სტაციონარებს“,- განაცხადა ლევან გოფოძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო