ჯანდაცვის მინისტრი - ჩვენ დავაკვირდებით ტესტების სანდოობას და მერე უფრო მეტად გავშლით ამ სეგმენტს

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს სწრაფი ტესტი უტარდებათ, ამ ეტაპზე მათი ხარისხის შემოწმება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ტიკარაძის განმარტებით, ტესტის სანდოობაზე სათანადო დაკვირვების შემდეგ, გაფართოვდება იმ ადამიანების სეგმენტი, ვისაც ეს ტესტი ჩაუტარდებათ.

„სწრაფი ტესტები ჩატარდა, რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც საწყის ეტაპზე ერთი კვირის განმავლობაში ყველა დამატებითი ლაბორატორიებიის ჩართულობის პირობებში, ვამოწმებდით ამ ლაბორატორიების სანდოობას, სწრაფ ტესტებთან დაკავშირებითაც არის იგივე პროცესი. ჩვენ ვამოწმებთ ამ ეტაპზე ხარისხს. თუ რამდენი ტესტია ამ ეტაპზე ჩატარებული გამიჭირდება ამაზე პასუხის გაცემა, ვინაიდან ეს არის მუდმივად მიმდინარე პროცესი. ეს პროცესი გაგრძელდება, ჩვენ დავაკვირდებით ტესტების სანდოობას და შესაბამისად, მერე უფრო მეტად გავშლით ამ სეგმენტს, სადაც ჩატარდება ეს ტესტირება,“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კითხვაზე, თუ რამდენ ადამიანს ჩაუტარდა სწრაფი ტესტირება კარანტინის რეჟიმში მყოფ მუნიციპალიტეტებში, ტიკარაძემ განაცხადა, რომ 100-მდე ადამიანს ჩაუტარდა უკვე კვლევა და აღებული იყო შესაბამისი ნაცხი.

„დღესდღეობით, 40 ათასზე მეტი ადამიანი იყო გამოკვლეული ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან და 100-მდე ადამიანს ჩაუტარდა უკვე კვლევა და აღებული იყო შესაბამისი ნაცხი და ლუგარის ლაბორატორიიდან ჩვენ მიღებული გვაქვს პასუხები, რომლებიც თქვენთვის ცნობილია,“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა