პაატა იმნაძე - ჩემმა თანამშრომლებმა ხახაში უნდა ჩათხარონ ნიმუშის ასაღებად ჩხირები, ავადმყოფები სახეში ახველებენ და მათ არ  ეშინიათ, აცადეთ ამ ადამიანებს მუშაობა!

ჩემმა თანამშრომლებმა, ახალგაზრდა გოგო-ბიჭებმა, ხახაში უნდა ჩათხარონ ნიმუშის ასაღებად ჩხირები, მათ ამ დროს ავადმყოფები სახეში ახველებენ და მათ არაფრის ეშინიათ, აცადეთ ამ ადამიანებს ნორმალურად მუშაობა, ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მარნეულში საველე ჰოსპიტალთან მოქალაქეების რიგებს შეეხებოდა.

მისივე თქმით, მსოფლიოს სხვა ქვეყნებში არათუ მოქალაქეებს, ავადმყოფებსაც კი არ უკეთებენ ტესტებს.

"ნახონ რა ხდება მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. საერთოდ უკეთებენ თუ არა ტესტს ავადმყოფებსაც კი, არათუ ასე მოსახლეობას. ეს ხდება მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნებში. ჩვენ ყველას, ვინც კი საჭიროა ვუკეთებთ ტესტს და ეს ადამიანები, ჩემი თანამშრომლები, ახალგაზრდა გოგო -ბიჭები, ავადმყოფს პირს აღებინებენ, რომელიც ამ დროს ახველებს მათ სახეში, არ ეშინიათ და მუშაობენ. აცადეთ მათ მუშაობა. მე ყველას გთხოვთ, ეს ჩემი ახალგაზრდა თანამშრომლები, რომლებსაც არაფრის არ ეშინიათ, ვიმეორებ ახველებენ სახეში პაციენტები, აცადეთ. ხახაში უნდა ჩათხარონ ნიმუშის ასახებად ჩხირები, მათ ამ დროს ავადმყოფები სახეში ახველებენ, ეს ბუნებრივი რეაქციაა ადამიანის. აცადეთ ამ ადამიანებს მუშაობა, იმუშაონ ნორმალურად, წყნარად და ნუ მიაყენეთ ამით შეურაცხყოფას. ისინი აუღებენ ყველას ტესტს, ვინც საჭიროა, რომ გამოიკვლიონ," - განაცხადა პაატა იმნაძემ.

იხილეთ ვიდეო: ჩემმა თანამშრომლებმა ავადმყოფებს ხახაში უნდა ჩათხარონ ნიმუშის ასაღებად ჩხირები, აცადეთ ამ ადამიანებს მუშაობა! - პაატა იმნაძე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო