საქართველოში 2 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოში 2 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა კახა იშხნელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბავშვის მდგომარეობა კლინიკურად დამაკმაყოფილებელია.

„ცნობილი კლასტერის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. არის ორი წლის ბავშვთან დაფიქსირებული ეს შემთხვევა. ოჯახი გასული იყო თვითიზოლაციაში და ერთ-ერთი კვლევის დროს აღმოჩნდა, დადასტურდა ამ ბავშვთან კორონავირუსი.

მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკური გამოხატულება არ არის. დადასტურებული კლასტერია, რომლის ოჯახის წევრების ჩამოთვლა ზედმეტია, უბრალოდ, მისი ოჯახის წევრებიც მკურნალობენ, დადასტურებული აქვთ, მაგრამ თვითონ მშობლები საბედნიეროდ არ არიან დაინფიცირებულები. დედას უწევს ბავშვთან ყოფნა, რა თქმა უნდა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ კლასტერში ყველა კონტაქტი მოძიებულია“, - განაცხადა კახა იშხნელმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს