წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ინფორმაციით, უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამაზე აბიტურიენტთა რეგისტრაციის რაოდენობა გაიზარდა

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ინფორმაციით, მათ უნივერსიტეტში აბიტურიენტთა რეგისტრაციების რაოდენობა კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამაზე გაზრდილია, რის ერთ-ერთ მიზეზადაც SANGU მიმდინარე მოვლენებს ასახელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტიდან აცნობეს, დისტანციურ სასწავლო და სამუშაო მოდელებზე გადასვლამ ეს დარგი გლობალიზაციის და ეკონომიკის დიჯიტალიზაციის პარალელურად კიდევ უფრო მეტად მოთხოვნადი გახადა.

უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ თუ ამ ყველაფერს დავუმატებთ იმასაც, რომ FoxBusiness-ის მონაცემებით, IT სისტემების მენეჯერის პროფესია 10 ყველაზე მაღალანაზღაურებად პროფესიებში შედის, უკვე საკმარის მიზეზს მივიღებთ, იმისთვის რომ აბიტურიენტებმა არჩევანი ამ პროფესიაზე გააკეთონ.

„კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამაზე სწავლება SANGU-ში მიმდინარეობს ACM-ის (Association for Computing Machinery) სასწავლო კურიკულუმის გათვალისწინებით. დიდი ყურადღება ეთმობა დარგის თანამედროვე ტენდენციებს, როგორებიცაა პროგრამული უზრუნველყოფის გამართვის მეთოდები, მრავალბირთვიანი დაპროგრამება, კომპიუტერული უსაფრთხოება და სამართალი და სხვა. დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, ამიტომ უნივერსიტეტს გააჩნია: თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კომპიუტერული ლაბორატორიები; კომპიუტერები უზრუნველყოფილი ლიცენზირებული პროგრამებით; სწავლების და მათ შორის ონლაინ სწავლებისთვის საჭირო გამართული ინფრასტრუქტურა; საერთაშორისო ელექტრონული საბიბლიოთეკო ქსელი.

სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს წარმატებული უცხოური უნივერსიტეტების გამოცდილებას და მიდგომებს, რომელსაც მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი უძღვება.

SANGU-ს კომპიუტერული მეცნიერებების კურსდამთავრებულები მზად არიან, არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო შრომითი ბაზრებისთვის. ეს ფაქტორი განსაკუთრებით საყურადღებოა ამ პროფესიისთვის, რადგან კომპიუტერული მეცნიერებები იმ იშვიათ პროფესიებს შორისაა, რომლისთვისაც საზღვრები არ არსებობს. გარდა საერთაშორისო კომპანიებში სრულგანაკვეთიანი დასაქმების შესაძლებლობისა, სხვადასხვა თანამედროვე პლატფორმების მეშვეობით, კომპიუტერული მეცნიერებების კურსდამთავრებულებს საშუალება აქვთ საერთაშორისო პროექტები დისტანციურად ჩაიბარონ და შეასრულონ. გაზაფხულის სემესტრი SANGU-ში 16 მარტს ონლაინ სწავლების მეთოდით დაიწყო და შეუფერხებლად მიმდინარეობს, ახალ ნაკადს კი უნივერსიტეტში სექტემბრიდან ელოდებიან. წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ასარჩევად, აბიტურიენტებმა რეგისტრაციის დროს #145 უნდა ჩაწერონ“, - აღნიშნულია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა