ექიმის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 2 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ექიმ ინფექციონისტის მეგი კობახიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 2 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

როგორც ექიმმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამჟამად კლინიკაში 16 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის კორონავირუსით დაინფიცირებული 5 ადამიანი.

მისი თქმით, ხუთი პაციენტიდან სამს პნევმონია აქვს.

„ამ დროისთვის, ჩვენთან ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობას გადის 16 პაციენტი. ხუთი არის დადასტურებული შემთხვევა. ამ ხუთი პაციენტიდან სამს აქვს გართულება პნევმონიის სახით. გუშინ დაგვემატა ერთი ბავშვი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, შესაბამისი მკურნალობა და დიაგნოსტიკური კვლევები მიმდინარეობს“,-აცხადებს ექიმი ინფექციონისტი.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით 81 ადამიანია დაინფიცირებული, მათგან 13 გამოჯანმრთელდა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
ექიმის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 2 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ექიმ ინფექციონისტის მეგი კობახიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 2 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

როგორც ექიმმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამჟამად კლინიკაში 16 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის კორონავირუსით დაინფიცირებული 5 ადამიანი.

მისი თქმით, ხუთი პაციენტიდან სამს პნევმონია აქვს.

„ამ დროისთვის, ჩვენთან ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობას გადის 16 პაციენტი. ხუთი არის დადასტურებული შემთხვევა. ამ ხუთი პაციენტიდან სამს აქვს გართულება პნევმონიის სახით. გუშინ დაგვემატა ერთი ბავშვი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, შესაბამისი მკურნალობა და დიაგნოსტიკური კვლევები მიმდინარეობს“,-აცხადებს ექიმი ინფექციონისტი.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით 81 ადამიანია დაინფიცირებული, მათგან 13 გამოჯანმრთელდა.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს