ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებული, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროცესი დადებითი დინამიკით მიმდინარეობს

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორის, კახა იშხნელის განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული 2 წლის ბავშვთან მიმართებით კორონავირუსი მსუბუქ ფორმებში და უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გამოკვლევებისთვის 7 პაციენტის ანალიზია გადაგზავნილი და მათი პასუხები დაახლოებით 5-6 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი.

„ამჟამად ჩვენს კლინიკაში მოთავსებულია 16 პაციენტი, რომელთა შორის 5 დადასტურებული ფორმაა, რომელსაც ვმკურნალობთ და მდგომარეობა დადებითი დინამიკით მიმდინარეობს. დანარჩენი პაციენტები ანალიზის პასუხებს ელოდებიან. საბედნიეროდ, სწრაფად ხდება ეს ბრუნვა ჩვენს კლინიკაში. ისინი დროულად ტოვებენ ხოლმე კლინიკას. ახალ პასუხებს დაახლოებით 5-6 საათის განმავლობაში ვიღებთ.

საშუალოდ, ღამის განმავლობაში 6-7 ანალიზი იგზავნება, რომელზედაც მოგვდის ინფორმაცია ან უარყოფითი შედეგები და შესაბამისად, ისინი კარანტინში გადაგვყავს. დღესაც გადაგზავნილია 7 პაციენტის ანალიზი“,-აცხადებს იშხნელი.

მისი განმარტებით, ბავშვს ვირუსი მსუბუქ ფორმებში აქვს, თუმცა მისი მდგომარეობა მაინც საყურადღებოა.

„კლასიკური ვარიანტია. რა თქმა უნდა, ბავშვთან ვირუსი მსუბუქ ფორმებში მიდის, თითქმის უსიმპტომოა. გუშინაც გითხარით და დღესაც ვადასტურებ, რომ ეს ყველაფერი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მხოლოდ და მხოლოდ სწორად დაგეგმილი კვლევების საფუძველზე დადგინდა. რა თქმა უნდა, ბავშვის მდგომარეობა ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა“, - აცხადებს კახა იშხნელი.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით 81 ადამიანია დაინფიცირებული, მათგან 13 გამოჯანმრთელდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა