გიგა ბოკერია პაატა იმნაძესა და ამირან გამყრელიძეს მიმართავს, ისეთივე თანმიმდევრულები და მკაცრები იყვნენ ეკლესიასთან მიმართებაშიც, როგორიც „ნაცმოძრაობის“ მიმართ იყვნენ

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია პაატა იმნაძესა და ამირან გამყრელიძეს მიმართავს და მოუწოდებს, ისეთივე თანმიმდევრულები და მკაცრები იყვნენ ეკლესიასთან მიმართებაშიც, როგორიც გუშინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ზუგდიდში პირბადეების დარიგების ფაქტზე იყვნენ.

გიგა ბოკერია ასევე გამოეხმაურა პენსიის ასაღებად არსებულ რიგებს და მთავრობას მიმართა.

„მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მივმართო ბატონ იმნაძეს, ბატონ გამყრელიძეს, იმ ადამიანებს რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ ასეთი გამოწვევის დროს მთელი ქვეყნისთვის. გასაგები იყო მათი მკაცრი გზავნილი და სამართლიანი იმ ოპოზიციური ჯგუფის მიმართ, ვინც ეს მძიმე შეცდომა დაუშვა ზუგდიდში. უბრალოდ მინდა თხოვნა, მოწოდება მქონდეს მათ მიმართი, რომ იყვნენ თანმიმდევრული, როცა ასე მკაცრად აფასებენ, ოღონდ დამსახურებულად, ასეთივე თანმიმდევრულად მკაცრი შეფასება ჰქონდეთ რელიგიური ორგანიზაციების, მათ შორის, მართლმადიდებლური ეკლესიის ნებისმიერი სასულიერო პირის მიმართ, სადაც რისკები არანაკლებია კი არა, ბევრად მეტია, როცა ერთი კოვზით ზიარებაზეა საუბარი. ჩვენ აქ ასეთი მყარი და მკაფიო გზავნილი ვერ მოვისმინეთ და ეს ცუდია. იგივე შეიძლება ითქვას იმ რიგებზე, რაც პენსიონერების მხრიდან პენსიების აღებაზე ვიხილეთ. აქაც მთავრობის რეაქცია უნდა იყოს პრევენციული და არა დალოდება და მერე თუნდაც, მერე დამსახურებული კრიტიკა“, - განაცხადა ბოკერიამ.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა