მარინა ეზუგბაია - ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 33 პაციენტიდან 4-ის მდგომარეობა მძიმეა. მისივე განცხადებით, ორ პაციენტთან უკვე შეიძლება მდგომარეობის გაუმჯობესების პროგნოზირება, თუმცა დანარჩენი ორი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე რჩება, მათ შორის ერთ-ერთი ასაკოვანი ქალია.

„ჩვენ გუშინ შემოგვემატა ერთი ახალი პაციენტი. ამ ეტაპზე ჩვენთან 33 პაციენტი მკურნალობს. ამ 33-დან 4 მძიმე პაციენტია. ამ ოთხი მძიმე პაციენტიდან 2 ის მდგომარეობა უკვე რამდენიმე დღეა დასტაბილურდა და შეგვიძლია პროგნოზირება, რომ მათი მდგომარეობის გაუმჯობესება დაიწყება. მაგრამ ორი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, მათ შორის ერთი ასაკოვანი ქალბატონია, რომლის მდგომარეობა უცვლელად მძიმეა და რამდენიმე დღის წინ მიღებული პაციენტის მდგომარეობაც დამძიმდა. მას უტარდება შესაბამისი მკურნალობა და პროგნოზირება შეიძლება მხოლოდ რამდენიმე დღის მეთვალყურეობის შემდეგ ,“ - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ ღამით კიდევ ერთი პაციენტი მოთავსდა, რომლის მდგომარეობაც სავარაუდოდ, მძიმეა.

„შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობაც, ალბათ, მძიმეა, მაგრამ ის გუშინ ღამით დაგვემატა. მასთან ჩატარდება კვლევები და დინამიკაში განვიხილავთ მდგომარეობასა და ლაბორატორიულ მონაცემებს და მის პროგნოზირებას გაგიკეთებთ ხვალისთვის.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, იცით, რომ ჩვენთან გამოჯანმრთელებულია 13 პაციენტი, ახლა კიდევ გრძელდება კვლევები, რამდენი შემოგვემატება ვნახავთ და მოგაწვდით ინფორმაციას,“ - განაცხადა ეზუგბაიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს