ბიზნესომბუდსმენის აპარატთან კოორდინაციით, კომპანიებმა საქველმოქმედო აქციები დაიწყეს

ბიზნესომბუდსმენმა, მიხეილ დაუშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, გიორგი სახოკიამ და ადამიანის უფლებათა საკითხებში პრემიერის მრჩეველმა, ლელა აქიაშვილმა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან კორპორატიული სოციალური პასუხისმგებელობის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები განიხილეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” ბიზნესომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ბიზნესომბუდსმენის აპარატში შექმნილია სპეციალური პლატფორმა, სადაც გროვდება ინფორმაცია კომპანიების მხრიდან კოვიდ-19 ვირუსთან ბრძოლაში გამოყოფილი რესურსების შესახებ. კერძო სექტორთან კოორდინაციის შედეგად კი - აღნიშნული რესურსები ყველაზე კრიტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

შეხვედრაზე კომპანიებმა „აი გრუპმა “, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“, „JTI კავკასიამ“, „IDS ბორჯომი საქართველომ“ და სუპერმაკეტების ქსელმა „მაგნიტმა“ გამოხატეს მზადყოფნა ჩაერთონ კოვიდ-19 ვირუსის წინაშე ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერაში და სოციალურად დაუცველი და შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახები საჭირო პროდუქტებით მოამარაგონ.

კომპანიები: „აი გრუპი", „JTI კავკასია“ და „IDS ბორჯომი საქართველო“ საკვები პროდუქტებით, პირველადი მოხმარების საგენებითა და მედიკამენტებით სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს დაეხმარებიან. კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ კი მთელი ქვეყნის მასშტაბით საკარანტინო სივრცეებს საკუთარი პროდუქციით ამარაგებს.

მიხეილ დაუშვილმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა და იმ საჭიროებებზე ისაუბრა, რაზეც შესაძლოა StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხები გაიხარჯოს.

„დღეს გქვონდა შეხვედრა სხვადასხვა სექტორის ბიზნესის წარმომადგენელთან. აღნიშნული კომპანიები ჩართულები არიან კოვიდ-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და ახორციელებენ სოლიდარულ აქტივობებს საზოგადოების სხვადასხვა სოციალური ჯგუფების დასახმარებლად. ასევე, არიან StopCoV ფონდის კონტრიბუტორები. დღეის მდგომარეობით ფონდში 16 მილიონ ლარამდეა აკუმულირებული და ეს თანხა ჩვენი მოქალაქეების ყველაზე კრიტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

თბილისის მასშტაბით, მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანიაში უკვე ჩაერთნენ კომპანია „არქი“ და „ვისოლ ჯგუფი“.

ნანა ჩაჩუა - არჩევნების წინ არსებულ ვითარებას შევაფასებდი როგორც სიურრეალიზმს, თანაც ისეთს, როგორსაც სალვადორ დალიც კი ვერ წარმოიდგენდა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2020
ილჰამ ალიევი იაპონურ გაზეთ Nikkei-სთან ინტერვიუში - ომის შემდეგ სომხეთს შეუძლია, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარტნიორი გახდეს
პარტია “ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - აუცილებელია განათლების სისტემის რეფორმა და “კომაროვის” მოდელი
დავით თარხან-მოურავი - ვინც კოდორი და ახალგორი ჩააბარა, ის გვაცხადებს რუსეთის აგენტად - ამაზე დაფიქრდით (R)
გოჩა თევდორაძე - სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევისთვის ჩვენს მოსახლეობას საოჯახო ბიზნესს შევუქმნით (R)
მერაბ ჭიქაშვილი - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი პარტიაა, რომელსაც კანონის აღსრულება შეუძლია!" (R)
საქართველოში პირველად ჰიბრიდული B2B ფორუმი ჩატარდა
26 ოქტომბერს ავსტრია ეროვნულ დღესასწაულს განსაკუთრებული აქტივობებით აღნიშნავს
დავით თარხან-მოურავი - მოსახლეობის უმეტესობა ირჩევს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს (R)
„ბადაგონმა“ თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის PCR ტესტირება დაიწყო
გიორგი ლომია - "ოცნება" და "ნაცმოძრაობა" იმდენად შეერწყნენ ერთმანეთს, რომ დღეს უკვე ერთნი არიან" (R)
პაატა ჯიბლაძე - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი ძალაა, რომელიც ყოველთვის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს (R)
ნანა დევდარიანი - "პატრიოტთა ალიანსი" უსწრებს "ქართულ ოცნებას" (R)