ევროპის მიმართულებით დადგენილ ფრენებს 3 აპრილს ბერლინის მიმართულება დაემატა

ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან თბილისის მიმართულებით დადგენილ ფრენებს ბერლინის მიმართულება დაემატა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ბერლინი-თბილისის რეისი 3 აპრილს შესრულდება. „როგორც ცნობილია პრემიერ-მინისტრთან არსებულ საკოორდინაციო საბჭოზე განისაზღვრა 10 აპრილის ჩათვლით ევროპის ქვეყნებიდან ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად განსახორციელებელი ავიარეისები, რომელთა ნაწილი უკვე შესრულდა. კერძოდ, 23 მარტს განხორციელდა ბერლინი-თბილისის, 24 მარტს - ათენი-თბილისის, 26 მარტს კი ვენა-თბილისის რეისი. საბჭოს მიერ განსაზღვრულ განრიგში შევიდა ცვლილება და განრიგს მ.წ. 3 აპრილს დაემატა თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულება, რომელსაც შეასრულებს კომპანია “Georgian Airways”. განრიგის თანახმად, 3 აპრილს თბილისი-ვარშავა-თბილისის მიმართულებას შეასრულებს კომპანია “LOT Polish Airlines”.აღნიშნულ რეისებზე ბილეთები გაიყიდება, ბერლინის შემთხვევაში კომპანია “Georgian Airways”-ის,ხოლო ვარშავის შემთხვევაში კომპანია “LOT Polish Airlines”-ის ვებ-გვერდებზე“,-ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ფრენების განრიგი ასეთია: 28 მარტი - ვარშავა-თბილისი - „LOT Polish Airlines“ 31 მარტი - ამსტერდამი-თბილისი - „Georgian Airways“

3 აპრილი - ბერლინი-თბილისი - „Georgian Airways“

3 აპრილი - ვარშავა-თბილისი - „LOT Polish Airlines“

4 აპრილი -ლონდონი-თბილისი - „Georgian Airways“ (კომპანიის გეგმიური რეისი)

7 აპრილი -ათენი-თბილისი - „Georgian Airways“

10 აპრილი -ლარნაკა-თბილისი - „Georgian Airways“ აღნიშნულ ავიარეისებზე ბილეთების გაიყიდება თანმიმდევრობით, ავიარეისის შესრულების თარიღამდე 2 დღით ადრე, ბილეთები გაიყიდება თავისუფალი პრინციპით და ხელმისაწვდომი იქნება კომპანია „Georgian Airways“ -ის ვებ-გვერდზე,ხოლო პოლონეთის მიმართულებაზე ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება კომპანია „LOT Polish Airlines“-ის ვებ გვერდზე.

ავიარეისები განხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლით, მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით და თითოეულ ბორტზე განთავსდება 100 მგზავრი.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და პრემიერ-მინისტრის მითითებით, საბჭოს მიერ განსაზღვრულ ავიარეისებზე სამგზავრო ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი 14 დღიან სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარება.

ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2020
ნათია თურნავა - ყველა წინაპირობაა, რომ 2021 წელი წარმატებული წელი იყოს
Wolt - კვლავ ღამის 3 საათამდე