ხონის მუნიციპალიტეტის მერმა და მოხალისეებმა 170-მდე მარტოხელა ადამიანს პროდუქტები გადასცეს

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ და მოხალისეებმა 170-მდე მარტოხელა ადამიანისთვის პროდუქტების გადაცემა დაასრულეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართული. დღესვე ხონის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების 850 აღსაზრდელისთვის საკვები პროდუქტის სახლებში დარიგება დაიწყო.

"საგანგებო ვითარებაში მნიშვნელოვანია ყველა მოხუცმა და ჩვენმა აღსაზრდელებმა მიიღონ კვების საჭირო რაციონი. იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები დარჩნენ სახლში და თავიდან აიცილონ საფრთხე, ჩემს თანამშრომლებთან და მოხალისეებთან ერთად თითოეულ ოჯახს ადგილზე მივუტანეთ მათთვის განკუთვნილი ნობათი“, - განაცხადა ლადო ჯურხაძემ.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 170-მდე 70 წელს გადაცილებული მარტოხელა ადამიანი ცხოვრობს. ყველა მათგანისთვის საკვები პროდუქტი მერიამ შეიძინა. გარდა ამისა, აკად. ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა გოჩა ბაკურაძემ, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირსა და პატარა ჯიხაიშში მცხოვრებ მარტოხელა მოხუცებს თავისი ინიციატივითა და საკუთარი სახსრებით დახმარება გაუწია. მან თითოეულ ოჯახს 160 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საკვები პროდუქტი გადასცა.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა