14.07.2025 / 09:02
ბორის ჯონსონი - მინდა, გამოგიტყდეთ, რომ სიტუაციის გაუმჯობესებამდე მდგომარეობა გაუარესდება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ქვეყანაში მცხოვრებ თითოეულ ოჯახს წერილი გაუგზავნა, სადაც ის კორონავირუსზე, მოსალოდენელ შედეგებსა და პანდემიასთან ბრძოლის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შესაძლო გამკაცრებაზე საუბრობს და მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებს.

„დასაწყისიდანვე გვსურდა, სწორ დროს სწორი ზომები გაგვეტარებინა. უარს არ დავზარდებით ამ ზომების კიდევ უფრო გამკაცრებასაც, თუკი ამას სამეცნიერო და სამედიცინო სფეროების წარმომადგენლები გვირჩევენ. მსურს, გამოგიტყდეთ, რომ სიტუაციის გაუმჯობესებამდე მდგომარეობა გაუარესდება. თუმცა სწორ მოსამზადებელ ნაბიჯებს ვდგამთ და უნდა გვესმოდეს, რომ რაც უფრო კარგად დავიცავთ წესებს, მით ნაკლებ სიცოცხლეს დავკარგავთ და ცხოვრებაც მით უფრო მალე დაუბრუნდება კალაპოტს,“- წერს ბორის ჯონსონი წერილში, რომელიც მან დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ 30 მილიონ ოჯახს გაუგზავნა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ბორის ჯონსონს კორონავირუსი აღმოაჩნდა და თვითიზოლაციაში იმყოფება. ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 17 089 შემთხვევაა დადასტურებული. დაღუპულთა რაოდენობა კი 1 019-ია.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა