ჰოლანდიის მთავრობა ჩინეთიდან შეძენილ ათასობით პირბადეს საავადმყოფოებიდან გამოიწვევს

ჰოლანდიის მთავრობა ჩინეთიდან შეძენილ 600 000 პირბადეს საავადმყოფოებიდან გამოიწვევს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულიგადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ინსპექტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ ჩინეთიდან შეძენილი 1,3 მილიონი ოდენობის FFP2 ტიპის სამედიცინო პირბადე ხარისხის საჭირო ნორმებს ვერ აკმაყოფილებს. კერძოდ, შემოწმებამ აჩვენა, რომ პირბადეებს ფილტრის მემბრანები დაზიანებული აქვთ, შესაბამისად, ისინი ადამიანის ვირუსისგან დაცვას ვერ უზრუნველყოფენ.

მთავრობა შეძენილი პარტიიდან ნაწილს, 600 000 პირბადეს, რომლებიც საავადმყოფოებში უკვე დარიგებულია, უკან გამოიწვევს, დანარჩენს კი აღარ გამოიყენებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა