კახა კალაძე - რადგან შეკავების პერიოდიდან უკვე შიდა გავრცელების პერიოდზე გადავედით, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო - თუ დამატებითი ნაბიჯები არის გადასადგმელი, რა თქმა უნდა, ამასაც გავაკეთებთ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გადაცემის დაფიქსირების შემდეგ, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას, კორონავირუსის შიდა გადაცემის დაფიქსირების შემდეგ, ხომ არ ფიქრობს საბჭო თვითიზოლაციისა და კარანტინის წესების გამკაცრებას, კალაძემ უპასუხა, რომ გადაწყვეტილება საჭიროების მიხედვით იქნება მიღებული.

„ის, რომ შიდა გადაცემა დაფიქსირდა, ამას ყველა ველოდებოდით და ამაზე საუბარიც იყო, რადგან შეკავების პერიოდიდან უკვე შიდა გავრცელების პერიოდზეც გადავედით და აქ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. გადაწყვეტილებები საჭიროების მიხედვით იქნება, მომდევნო დღეების განმავლობაში ცნობილი გახდება. თუ დამატებითი ღონისძიებები, დამატებითი ნაბიჯები არის გადასადგმელი, რა თქმა უნდა, ამასაც გავაკეთებთ“,-განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 90 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 18 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4717 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 268 პირია.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს