ლევან რატიანი - რამდენიმე კრიტიკული პაციენტი გვყავს რეანიმაციაში, მათი მდგომარება მძიმეა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, მათი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული კრიტიკული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. როგორც ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 17 პაციენტი გადის მკურნალობას.

„ჩვენს კლინიკაში 67 პაციენტი წევს, აქედან 17 არის ინფიცირებული, დადასტურებული შემთხვევა, დანარჩენი 50 პაციენტი არის საეჭვო შემთხვევა. მოგეხსენებათ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ამოაგდო მოგზაურობის ცნება და აქედან გამომდინარე, ყველა მათგანს, ვინც ჩვენთან კლინიკაში შემოვა, აქვს თუ არა ისტორია მოგზაურობის, ანამნეზი, ცხელება, პლუს სუნთქვის უკმარისობა, ექვემდებარება კოვიდინფექციის გამოკვლევას. რაც შეეხება პასუხებს, რამდენიმე უარყოფითი პასუხი მოვიდა, დღეს გადამოწმდება პარაკლინიკური კვლევები, თუ ეს პარაკლინიკური კვლევები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, ასეთი პაციენტები დატოვებენ კლინიკას და გადავლენ საკარანტინო ზონაში. რეანიმაციაში გვყავს რამდენიმე კრიტიკული პაციენტი, მათი მდგომარება ამ ეტაპზე მძიმეა“, - განაცხადა რატიანმა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ლევან რატიანი - რამდენიმე კრიტიკული პაციენტი გვყავს რეანიმაციაში, მათი მდგომარება მძიმეა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, მათი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული კრიტიკული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. როგორც ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 17 პაციენტი გადის მკურნალობას.

„ჩვენს კლინიკაში 67 პაციენტი წევს, აქედან 17 არის ინფიცირებული, დადასტურებული შემთხვევა, დანარჩენი 50 პაციენტი არის საეჭვო შემთხვევა. მოგეხსენებათ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ამოაგდო მოგზაურობის ცნება და აქედან გამომდინარე, ყველა მათგანს, ვინც ჩვენთან კლინიკაში შემოვა, აქვს თუ არა ისტორია მოგზაურობის, ანამნეზი, ცხელება, პლუს სუნთქვის უკმარისობა, ექვემდებარება კოვიდინფექციის გამოკვლევას. რაც შეეხება პასუხებს, რამდენიმე უარყოფითი პასუხი მოვიდა, დღეს გადამოწმდება პარაკლინიკური კვლევები, თუ ეს პარაკლინიკური კვლევები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, ასეთი პაციენტები დატოვებენ კლინიკას და გადავლენ საკარანტინო ზონაში. რეანიმაციაში გვყავს რამდენიმე კრიტიკული პაციენტი, მათი მდგომარება ამ ეტაპზე მძიმეა“, - განაცხადა რატიანმა.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო