გიორგი ვაშაძე - 2 კვირაზე მეტია ხელისუფლებას ვთხოვთ, გამოაქვეყნოს საკუთარი ანტიკრიზისული გეგმა

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, უკვე 2 კვირაზე მეტია ხელისუფლებას სთხოვენ, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკუთარი სტრატეგია წარადგინოს. მისივე თქმით, მათ ეს დოკუმენტი არ უხილავთ და იძულებულები გახდნენ საკუთარი გეგმა წარედგინათ.

ვაშაძის განმარტებით, მათი გეგმა სახელმწიფოს მოქმედებისგან ფუნდამენტურად განსხვავდება.

„ჩვენ პარასკევს წარვადგინეთ ანტიკრიზისული გეგმა- „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის მიერ შემუშავებული. ეს იყო ჯანდაცვისა და სამხედრო სპეციალისტებთან ერთად შემუშავებული გეგმა. ჩვენ ერთი რამ უნდა გვესმოდეს, დღეს კაცობრიობა იმყოფება ომის პირობებში. შესაბამისად, სწორედ ომის სტრატეგიას აქვს განმსაზღვრელი მნიშვნელობა. სხვდასხვა ქვეყანამ განსხვავებული გზა აირჩია. ჩვენ 2 კვირაზე მეტია ხელისუფლებას ვთხოვთ გამოაქვეყნოს საკუთარი ანტიკრიზისული გეგმა, ანუ რა სტრატეგიით მოქმედებს. სამწუხაროდ, ასეთი დოკუმენტი არ გვიხილავს. ასეთი დოკუმენტი ყველა ქვეყანამ გამოაქვეყნა აბსოლუტურად, ეს არის საჯარო ინფორმაცია, მაგრამ ჩვენ ეს დოკუმენტი არ გვინახავს და სხვა გზა არ დაგვრჩა, გარდა იმისა, რომ შეგვეთავაზებინა ჩვენი ვერსია. ჩვენი ვერსია იმისგან რასაც საქართველო აკეთებდა ფუნდამენტურად განსხვავდება. პირველ რიგში, განსხვავდება იმით, რომ შეკავების სტრატეგიის ნაცვლად, ჩვენ ვთავაზობთ შეტევა/აგრესიული თავდასხმის სტრატეგიას. ყველა ქვეყანა ვინც აირჩია შეტევის სტრატეგია, დღეს არის კარგ მდგომარეობაში. ვინც აირჩია თავდაცვისა და შეკავების სტრატეგია, მას ბევრი პრობლემა აქვს. ის ქვეყნებიც კი, ვინც თავიდან შეკავების სტრატეგია ჰქონდა არჩეული, გადავიდა თავდასხმის სტრატეგიაზე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა