თამაზ ნავერიანი - კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვინც სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას ეცდება ჩვენს მრავალეთნიკურ რეგიონში

საქართველოს პარლამენტის წევრის, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატის თამაზ ნავერიანის განცხადებით, არიან ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ მავნებლურად გამოიყენონ „კოვიდ 19“-თან დაკავშირებით შექმნილი მძიმე ვითარება, შესაბამისად, სოციალურ ქსელსა თუ სხვა სივრცეებში ეთნიკური, კუთხური და კულტურული თავისებურებების ნიშნით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ და აღვივებენ კონფლიქტს ამ მძიმე სიტუაციაში.

„28 600-ზე მეტი გარდაცვლილი და 622 ათასამდე ინფიცირებული – ასეთია „კოვიდ 19“-ის პანდემიის ახლანდელი მონაცემები მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი სახელმწიფო წარმატებით ებრძვის ვირუსის გავრცელებას. ჩვენი ექიმების პროფესიონალიზმი და თავგანწირვა სამაგალითოა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისთვის. ასეთ დროს სახელმწიფოს სჭირდება ერთიანობა, კანონმორჩილება და ექიმების ინსტრუქციების გათვალისწინება. ჩვენივე უსაფრთხოებისთვის კარანტინშია მარნეულის მუნიციპალიტეტი, რომლის დეპუტატიც გახლავართ მე. მივმართავ იმ ადამიანების ჯგუფს, რომლებიც ცდილობენ მავნებლურად გამოიყენონ ეს მძიმე ვითარება, სოციალურ ქსელსა თუ სხვა სივრცეებში ეთნიკური, კუთხური და კულტურული თავისებურებების ნიშნით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ, სიძულვილის ენით ესაუბრებიან ერთმანეთს, აღვივებენ კონფლიქტს ამ მძიმე სიტუაციაში, როცა ისედაც ყველა აღელვებულია. მივმართავ მათ, რომ შეწყვიტონ ეს გამიზნული თუ გაუმიზნავი ბოროტმოქმედება. გარწმუნებთ, რომ კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვინც სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას ეცდება ჩვენს მრავალეთნიკურ რეგიონში. მე ვარ ყველა მარნეულელის დეპუტატი, განურჩევლად რელიგიისა თუ ეროვნებისა, ყველა მოქალაქის დეპუტატი, რომელიც აქ ცხოვრობს. მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ აგრესიული გამონათქვამებისა და შეურაცხყოფების გავრცელებისგან, ამით ხელს უწყობთ იმ ადამიანების მავნებლურ ქმედებას, რომლებიც ცდილობენ რეგიონში სიტუაციის დაძაბვას. ჩემო ძვირფასო მარნეულელებო, აუცილებლად დავძლევთ ამ ეპიდემიას. შევასრულოთ ექიმების ინსტრუქციები. დავემორჩილოთ კანონს. დარჩით სახლში. ჩვენ 24 საათიანი რეჟიმით ვმუშაობთ თქვენთვის. ყველაფერი იქნება კარგად, თუ ყველა ჩვენგანი დაემორჩილება კანონს“, - მიმართავს თამაზ ნავერიანი მოსახლეობას ფეისბუქგვერდის მეშვეობით.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე