რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, დღეს მათ საავადმყოფოში მყოფ 7 პაციენტს აუღეს ანალიზები, რომლის პასუხებსაც ელოდებიან

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფ 7 პაციენტს აუღეს ახალ კორონავირუსზე ანალიზები, რომლის პასუხებსაც ელოდებიან.

გოფოძის თქმით, გუშინ და გუშინწინ შეყვანილი 20 პაციენტის ანალიზის პასუხებიდან ყველას უარყოფითი შედეგი ჰქონდა.

ამასთან, ლევან გოფოძის განმარტებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში სწრაფი ტესტების არსებობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მათ უფრო მაღალი ხარისხის და სანდო PSR ტესტები სჭირდებათ, რომელსაც ლუგარის კლინიკაში იყენებენ.

„ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა სწრაფ ტესტებს არ აქვს, იმიტომ, რომ ჩვენი კლინიკა ამ წუთას მუშაობს იმ პაციენტებზე, რომლებსაც არ აღენიშნებათ კარგად გამოხატული კლინიკური სიმტომები, რომლებიც მეტნაკლებად გავს კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების კლინიკურ სიმტომებს. ამიტომაც ჩვენთან ტესტების საიმედოობის ხარისხი გვინდა, რომ ძალიან მაღალი იყოს. ჩვენ თუ ვამბობთ, რომ პაციენტების ანალიზის პასუხი ნეგატიურია, ჩვენ ისინი აქედან სხვადასხვა ზონაში გაგვყავს, ამიტომაც საეჭვო პასუხით მათი გაყვანა არ იქნებოდა სწორი. ის PSR ტესტები, რომლებიც ლუგარის კლინიკაში კეთდება, არის ძალიან მაღალი ხარისხის და მე პირადად უპირატესობას სწორედ ამ ტესტებს მივანიჭებდი“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო