აზერბაიჯანში 31 მარტიდან საკარანტინე ზომები მკაცრდება

აზერბაიჯანმა საკარანტინე ზომები გაამკაცრა და 31 მარტიდან მოსახლეობას სახლიდან გასვლა მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში შეეძლება. ამის შესახებ მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი იუწყება.

შტაბის ინფორმაციით, მოსახლეობის საცხოვრებლის დატოვება შეეძლება მხოლოდ მაშინ, თუ დასჭირდებათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, თუ მათ სიცოცხლეს შეექმნება უშუალო საფრთხე, ასევე, სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში წასვლისას, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანისას, ასევე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის იმ სამსახურებში, რომლებიც განსაკუთრებული რეჟიმის პერიოდში იმუშავებს.

მანამდე ქვეყანაში არსებული შეზღუდვა ვრცელდებოდა მხოლოდ 65 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებზე.

აზერბაიჯანში 24 მარტიდან საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქვეყანაში კორონავირუსის 273 შემთხვევაა გამოვლენილი, რომელთაგან 26 გამოჯანმრთელდა, ოთხი კი გარდაიცვალა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო