თამარ გაბუნია - სააგენტომ დაუშვა გარკვეული ტესტების რეგისტრაცია - ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ ეს ტესტები ფართოდ იქნება ხელმისაწვდომი

ის მიმწოდებლები, რომლებიც დაინტერესებულები იყვნენ ამ ტესტების რეგისტრაციით, ასევე აქვთ ხელმისაწვდომობა, სახელმწიფოს შესთავაზონ ის პროდუქტი, რასაც ისინი სთავაზობენ კერძო სექტორს, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ კითხვას, თუ აპირებს სახელმწიფო იმ კომპანიებისთვის მიმართვას, ვისგანაც კერძო კომპანიებმა შეიძინეს ტესტები და შემოიტანეს საქართველოში.

მისი თქმით, სახელმწიფოს მიაჩნია, რომ ტესტების ფართო ხელმისაწვდომობა არ უნდა წახალისდეს.

“სააგენტომ დაუშვა გარკვეული ტესტების რეგისტრაცია. გარვეული ტესტების რეგისტრაცია არ ნიშნავს, რომ ხვალ ეს ტესტები ან კერძო, ან სახელმწიფო სექტორში იქნება ფართოდ ხელმისაწვდომი. ის მიმწოდებლები, რომლებიც დაინტერესებულები იყვნენ ამ ტესტების რეგისტრაციით, ასევე აქვთ ხელმისაწვდომობა, სახელმწიფოს შესთავაზონ ის პროდუქტი, რასაც ისინი სთავაზობენ კერძო სექტორს. ამ შემთხვევაში ჩვენ მაინც არ მიგვაჩნია, რომ ტესტების ასეთი ფართო ხელმისაწვდომობა უნდა წახალისდეს, ამიტომ ის ალგორითმი, რომელიც მომზადდება სამინისტროს მიერ, მკაფიოდ განსაზღვრას, რა შემთხვევაში და ვის აქვს ტესტირების უფლება ხარისხის კონტროლის მექანიზმის ჩათვლით, რადგან ყველა სწრაფ ტესტს აქვს გარკვეული ლიმიტაცია სენსიტიურობასთან დაკავშირებით, ანუ აქ მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ დადებითი პასუხი არის დადებითი პასუხი. ამას სჭირდება გადამოწმება, რისთვის PSR ტესტირება კვლავაც რჩება აუცილებელი პირობა. რაც შეეხება კერძო კლინიკების ინტერესთა შესყიდვებს კერძო კომპანიებისგან, თეორიულად, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ ყველა კლინიკა იქნება ვალდებული, ამის შესახებ აცნობოს დაავადებათა კონტროლის ცენტრს, რათა ერთიან სქემაში მოხდეს მათი პასუხების ანალიზი, ანგარიშგება და ამ ტესტების შედეგების სწორი ინტერპრეტაცია, იმისთვის, რომ ეპიდემიის მართვა იყოს ადეკვატური. ამ შემთხვევაში ცალსახად მიუღებელია ტესტირების შესაძლებლობის პირდაპირი რეკლამირება მოქალაქეებთან, პაციენტებთნ, რომლებიც არ არიან სათანადო კომპეტენციით აღჭურვილები იმისთვის, რომ თავად მიიღონ გადაწყვეტილება, რამდენად საჭიროა მათთვის ტესტი და რა შედეგს გამოიღებს ეს ტესტირება და როგორ მოხდება ამ ტესტის შედეგების გამოყენება”, - განაცხადა გაბუნიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა