ომბუდსმენი - 2019 წელს აპარატში 128 განცხადება დარეგისტრირდა, სადაც მოქალაქეები სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მიუთითებდნენ

2019 წელს სახალხო დამცველის აპარატში 128 განცხადება დარეგისტრირდა, სადაც მოქალაქეები სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მიუთითებდნენ, - ამის შესახებ „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

ომბუდსმენის ანგარიშის თანახმად, სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესაძლო ჩამდენი სუბიექტები რიგ შემთხვევებში იყვნენ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები, ხოლო რიგ შემთხვევებში - პოლიციელები. ამასთან, რამდენიმე განცხადება შეეხებოდა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ღირსების შემლახავ პირობებს.

„2019 წელს სახალხო დამცველის აპარატში 128 განცხადება დარეგისტრირდა, სადაც მოქალაქეები სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მიუთითებდნენ. მათ შორის, სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესაძლო ჩამდენი სუბიექტები იყვნენ: პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები 54 განცხადების, ხოლო პოლიციის თანამშრომლები - 50 შემთხვევაში. 14 განცხადება შეეხებოდა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ღირსების შემლახავ პირობებს და 10 განცხადება არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების გაჭიანურებას.

2019 წელს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მოქალაქეთა განცხადებებისა თუ პროაქტიულად - საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით, რელევანტურ სახელმწიფო უწყებებთან 76 მიმართვა განახორციელა. კერძოდ, 67 შემთხვევაში მიმართვის ადრესატი იყო გენერალური პროკურატურა, ხოლო 9 შემთხვევაში - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. აღნიშნული 76 შემთხვევიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესაძლო განმახორციელებელი სუბიექტები იყვნენ: პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები 12 შემთხვევაში; შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები - 62 შემთხვევაში, „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ თანამშრომლები - 2 შემთხვევაში“, - ნათქვამია ანგარიშში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა