მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტები ჯერჯერობით არ არიან მძიმე პაციენტები

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ეროვნული ბანკის რამდენიმე თანამშრომელი ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.

ამასთან, მარინა ეზუგბაიამ ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიღებული ახალი პაციენტები საშუალო სიმძიმის არიან.

„მძიმე პაციენტების რაოდენობა არ შეცვლილა. ახალი პაციენტები კვლევებით ჯერჯერობით არ არიან მძიმე პაციენტები. ამ დაავადებას ნელი პროგრესირება ახასიათებს, თუ რამოდენიმე დღის განმავლობაში ამ პაციენტების მდგომარეობა სტაბილური იქნება და პროგრესირებადი არ გახდება, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დამაკმაყოფილებელია მათი მდგომარეობა და გამოჯანმრთელება მალე დადგება“,-აღნიშნა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 131 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5550 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 281 პირი. ინფორმაციისთვის, 131 ადამიანიდან 26 გამოჯანმრთელებული.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს