StopCoV ფონდში  უკვე  21  მლნ 100 ათასი ლარია მობილიზებული

ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, 2 აპრილის, 18:00 საათის მდგომარეობით, StopCoV ფონდში მობილიზებულმა თანხამ 21 მლნ 100 ათასი ლარი შეადგინა.

„COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით StopCoV ფონდი შეიქმნა. #StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

ფონდში შენატანები განახორციელეს როგორც კომპანიებმა, ასევე ფიზიკურმა პირებმა: Bolero & Co (შპს კ და ქართული სპირტი), 200 ათასი ლარი; ევორდ ჰოლდინგი * AWARD Holding, 100 ათასი ლარი; ნობლექსი, 50 ათასი ლარი; სადაზღვევო კომპანია პრაიმი, 20 ათასი ლარი; ტიფლის პიაცა, 20 ათასი ლარი; ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „მითანა“, 20 ათასი ლარი; ბიპი ტრეიდი, 15 ათასი ლარი; საქართველოს ვალუტის გადამცვლელთა ასოციაცია, 10 ათასი ლარი;შპს „ულტრა“, 10 ათასი ლარი; ქართულ-ამერიკული სამშენებლო საწარმო, 5 ათასი ლარი; შპს "რეალექსპერტი", 5 ათასი ლარი.

ამასთან, "ქართული ოცნების" მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ.

ჩარიცხვა ყველას შეუძლია https://stopcov.ge/ka/Fund

მადლობა ერთიანობისთვის“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს