ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტიდან ერთი 13 წლის მოზარდია

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსის ინფექციით 10 პაციენტია მთავსებული, რომელთაგან 2 არის ახალი პაციენტი. როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დამატებული ორი ახალი პაციენტიდან ერთი სრულწლოვანია, ხოლო მეორე არასრულწლოვანი - 13 წლის მოზარდი.

გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, კლინიკიდან დღეს გაეწერება 1 პაციენტი, ხოლო დღესვე კვლევაში ჩაერთვება 4 პაციენტი და მათი პასუხები ხვალისთვის იქნება ცნობილი.

„დადასტურებული დიაგნოზით, 10 პაციენტიდან 2-ის მდგომარეობა მძიმეა, ერთი პაციენტი კი მეტნაკლებად საყურადღებოა. ხოლო დანარჩენის მდგომარეობა სტაბილურია. სასწრაფო დახმარების ექიმის შემთხვევა ჩვენთან არ დაფიქსირებულა, დანარჩენი სამედიცინო პერსონალის ინფიცირებას ჩვენთან ადგილი არ აქვს.

ჩვენთან სულ არის სამი არასრულწლოვანი პაციენტი, მათგან ერთი არის ახალი შემთხვევა. მასთან მიმართებით ქვეყნის შიდა გადაცემასთან გვაქვს შემთხვევა, მას ოჯახის წევრისგან გადაედო“, - განაცხადა სოლოღაშვილმა და აღნიშნა, რომ არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

იხილეთ ვიდეო: კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტიდან ერთი 13 წლის მოზარდია

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს