რომან გოცირიძის განცხადებით, 300 - ლარიანი სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერი უნდა დაურიგდეთ სოფლებში მათ, ვინც 2 ჰექტრამდე მიწას ფლობს

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას სოფელში მცხოვრები მოსახლეობისთვის 300 ლარიანი სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერის დარიგებას სთავაზობს. როგორც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა, აღნიშნული ვაუჩერები უნდა დაურიგდეთ სოფლების იმ მცხოვრებლებს, რომლებიც 2 ჰექტრამდე მიწას ფლობენ. გოცირიძის განცხადებით, იმპორტის დასაფინანსებლად დიდი რესურსი ქვეყანას აღარ ექნება და სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერების დარიგება ქვეყანაში სურსათით უზრუნველყოფის პრობლემას გადაჭრის.

„ჩვენს ქვეყანაში უცხოეთიდან ათასობით ადამიანი ბრუნდება. ეს ხალხი ძირითადად ჩვენი სოფლებიდან იყო წასული. დღეს უკვე არის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაწყების სეზონი. საქართველოში დაუმუშავებული არ უნდა დარჩეს მიწის არცერთი გოჯი. კრიზისი, სამწუხაროდ, დიდხანს გაგრძელდება და ეკონომიკის აღდგენას დასჭირდება საკმაო დრო და დიდი რესურსები. ამიტომ ის, რაც ახლა ყველაზე ეფექტიანად შეგვიძლია გამოვიყენოთ, ეს არის ჩვენი სიმდიდრე - მიწა და ბუნებრივი პირობები. ამისათვის დღეს აუცილებელია, რომ სოფლის მოსახლეობას ჰქონდეს თუნდაც მინიმალური საბრუნავი რესურსი. ამიტომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ (ისევე, როგორც კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების შემთხვევაში) ხელისუფლებას შესთავაზა, სოფლის თითოეულ მოსახლეს, რომელიც ფლობს 2 ჰეტრამდე მიწას, დაურიგოს 300 ლარიანი სასოფლო - სამეურნეო ვაუჩერი. ეს, დაახლოებით, შეეხება 400 000 ოჯახს და ბიუჯეტიდან დაჯდება დაახლოებით, 130 მილიონი ლარი. ეს ქვეყანაში შექმნის დოვლათს, სურსათს. სამწუხაროდ, არ გვექნება იმდენი რესურსი, რომ დავაფინანსოთ იმპორტი და ეს ხელს შეუწყობს ადამიანების ელემენტარული სურსათით უზრუნველყოფის პრობლემის გადაჭრას. ამიტომ ამ ვაუჩერის გაცემა სასწრაფოდ უნდა მოხდეს, სანამ ჯერ კიდევ შესაძლებელია მისი გამოყენება სასოფლო სამეურნეო სამუშაოებისთვის,“ - განაცხადა გოცირიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს