საქართველოს მოქალაქეები ავსტრიის დახმარებით ნიგერიიდან გამოიყვანეს

დღეს საქართველოს 5 მოქალაქე ავსტრიის დახმარებით ნიგერიის დედაქალაქ აბუჯადან გამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ავსტრიას მადლობა გადაუხადა საქართველოს მოქალაქეების ევაკუირებისთვის.

„მადლობას ვუხდი ავსტრიას კორონავირუსის პანდემიის პირობებში ნიგერიიდან საქართველოს მოქალაქეთა ევაკუირებისთვის. კრიზისს მხოლოდ იმ შემთხვევაში დავძლევთ თუ პარტნიორობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით ვიმოქმედებთ“, - წერს ზალკალიანი „ტვიტერის“ გვერდზე.

„ნიგერიიდან გამოყვანილი საქართველოს ხუთი მოქალაქე ნიგერიაში Benin Electricity Distribution Company-ის მენეჯმენტის კონსულტანტებად მუშაობდნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით ისინი 3 აპრილს ვენაში ჩაფრინდნენ, სადაც სავალდებულო კარანტინს გაივლიან“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა