თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად მიმდინარეობს

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თავდაცვის ძალების IV მექანიზებული და V საარტილერიო ბრიგადების ტერიტორიაზე თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის სარდლობამ სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სამხედრო ნაწილების სადეზინფექციო ჯგუფების მიერ სპეციალური ხსნარით ყოველდღიურად მუშავდება სასადილოები, საცხოვრებელი ყაზარმები, დერეფნები და სველი წერტილები. ასევე, დეზინფექცია რეგულარულად უტარდება გზის სავალ ნაწილსა და საკონტროლო გამშვებ პუნქტებს.

მათივე ცნობით, თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტი, ვირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, მუდმივად ახორციელებს თითოეული ქვედანაყოფის სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მონიტორინგს.

იხილეთ ვიდეო: თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად მიმდინარეობს

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
07.07.2025 / 08:38
თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად მიმდინარეობს

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თავდაცვის ძალების IV მექანიზებული და V საარტილერიო ბრიგადების ტერიტორიაზე თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის სარდლობამ სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სამხედრო ნაწილების სადეზინფექციო ჯგუფების მიერ სპეციალური ხსნარით ყოველდღიურად მუშავდება სასადილოები, საცხოვრებელი ყაზარმები, დერეფნები და სველი წერტილები. ასევე, დეზინფექცია რეგულარულად უტარდება გზის სავალ ნაწილსა და საკონტროლო გამშვებ პუნქტებს.

მათივე ცნობით, თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტი, ვირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, მუდმივად ახორციელებს თითოეული ქვედანაყოფის სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მონიტორინგს.

იხილეთ ვიდეო: თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად მიმდინარეობს

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს