საჩხერის მერს ბენიამინ ფალავანდიშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

საჩხერის მერს ბენიამინ ფალავანდიშვილს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ანალიზების პასუხი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

მერს ანალიზები მას შემდეგ აუღეს, რაც მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის საჩხერის სამედიცინო ცენტრში ინფექციონისტად მუშაობს.

რაც შეეხება მერის მეუღლის განმეორებითი ტესტის პასუხს, შედეგები ისევ დადებითია. ის ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული. ასევე უარყოფითია 11 კონტაქტის ანალიზის პასუხი, რომლებსაც ანალიზები საავადმყოფოში აუღეს.

ცნობისთვის, სპეციალურად შექმნილ საიტზე, stopcov.ge-ზე განთავსებული ბოლო მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 174-ს შეადგენს. მათგან გამოჯანმრთელებულია 36 პაციენტი. გარდაიცვალა 2 ადამიანი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?