ლევან რატიანი - 13 წლის ბიჭუნას მდგომარეობა სტაბილურია და იმედი გვაქვს, ასეთი კლინიკური მაჩვენებლებით გაეწერება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მის კლინიკაში მყოფი 3 პაციენტის მდგომარეობა, რომლებიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან, კრიტიკულია.

რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, რატიანის ინფორმაციით, როგორც 42 წლის მამაკაცის, ისე 13 წლის ბიჭის მდგომარეობა სტაბილურია.

„42 წლის ახალგაზრდა მამაკაცთან, რომელიც ჩვენს კლინიკაში რამდენიმე დღის უკან შემოვიდა, კლინიკურად სახეზე იყო მწვავე რესპირატორული დისტრეზი. სუნთქვის მწვავე უკამარისობით. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა მეტნაკლებად სტაბილურია. დინამიკა შენარჩუნებული გვაქვს, უარყოფითი დინამიკის გარეშე.

რაც შეეხება დანარჩენ 3 პაციენტს, რომლებიც იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე, ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა კრიტიკულია, განსაკუთრებით ერთი, 67 წლის პაციენტის, რომელიც გადმოყვანილია სხვა კლინიკიდან, აქ ჰემოდინამიკის რღვევასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ვიტალური პარამეტრები ნარჩუნდება.

თერაპიულ განყოფილებაში გვიწევს 29 პაციენტი, რომელთაგან ყველას აქვს დადასტურებული მწვავე პნევმონია.

რაც შეეხება 13 წლის ბიჭუნას, მისი მდგომარეობა სტაბილურია. იმედი გვაქვს, ასეთი სტაბილური კლინიკური მაჩვენებლებით გაეწერება კლინიკიდან“, - განაცხადა რატიანმა.

რატიანის თქმითვე, მის კლინიკაში მყოფ ორსულებს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი კლინიკური გამოვლინებები არ აქვთ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს