მსოფლიო ლიდერები ბორის ჯონსონს მხარდაჭერას უცხადებენ

ბორის ჯონსონს სიძლიერესა და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, იმედი მაქვს, საავადმყოფოს მალე დატოვებს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ამერიკელები ვლოცულობთ ბორის ჯონსონის გამოჯანმრთელებისთვის, ის არა მხოლოდ ჩემი, არამედ მთელი ჩვენი ქვეყნის კარგი მეგობარია,- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

ტრამპის თქმით, მან დიდ ბრიტანეთს ბორის ჯონსონის მკურნალობაში დახმარება შესთავაზა და აშშ-ის წამყვან კომპანიებს დაავალა, „დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ ლონდონს“.

კითხვაზე, მიიჩნევდა თუ არა თავდაპირველად ბორის ჯონსონი ვირუსს ნაკლებად სახიფათოდ, ტრამპმა უპასუხა, რომ „ბორისი ვირუსს სხვანაირად უყურებდა.“

„ვფიქრობ, ბორისი ამას სხვანაირად უყურებდა. ბევრი ადამიანი ფიქრობდა, რომ ვირუსს აიცილებდა, მაგრამ შემდეგ ხედავთ, რა იწყება და როგორი გასაოცარი რიცხვებია,“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა საფრანგეთის პრეზედენტმა ემანუელ მაკრონმაც.

„ჩემი მხარდაჭერა ბორის ჯონსონს, მის ოჯახსა და ბრიტანელ ხალხს ამ რთულ დროს. ვუსურვებ მას, მალე გადალახოს ეს გამოცდა“, – წერს მაკრონი „ტვიტერში“.

მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტეც.

„ჩემი ფიქრები ბორის ჯონსონსა და მის ოჯახთან არის. მე მას სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,“- წერს კონტე.

ბორის ჯონსონს მხარდაჭერას უცხადებს ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრი მარკ რუტეც.

„ჰოლანდიის მინისტრთა კაბინეტის სახელით ბორის ჯონსონს, მის ოჯახსა და ბრიტანელ ხალხს ამ რთულ პერიოდში სიძლიერეს ვუსურვებ. იმედი მაქვს, მალე მექნება მასთან საუბრის შესაძლებლობა,“- წერს რუტე „ტვიტერში“.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს „სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას უსურვებს“ კანადელი კოლეგა ჯასტინ ტრუდო.

საავადმყოფოში მყოფ ჯონსონს მხარდაჭერას უცხადებს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდა მოდი.

„გამძლეობას გისურვებ, იმედი მაქვს მალე სრულიად გამოჯანმრთელებული დატოვებ საავადმყოფოს,“- აღნიშნულია მოდის „ტვიტერის“ პოსტში.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერას უცხადებენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ვან დერ ლეიენი და ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ჩარლზ მიშელიც.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელსაც კორონავირუსი აქვს, ჯანრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა