ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფექციით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. „სპუტნიკ-აბხაზიის“ ინფორმაციით, შემთხვევა გაგრაში დაფიქსირდა. დაინფიცირებული გუდაუთის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამის შესახებ „რესპუბლიკის“ მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმა განაცხადა.

„ავადმყოფი ჰოსპიტალიზებული და იზოლირებულია. ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტი მოსკოვიდან არის ჩამოსული, სადაც მივლინებით იმყოფებოდა“, - განაცხადა ლუდმილა სკორიკმა. მისი თქმით, ეპიდემიოლოგები ინფიცირებულის კონტაქტებს იკვლევენ.

სკორიკის თქმით, აღნიშნული შემთხვევა მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა და აცხადებს, რომ მომავალში მოსახლეობა გახდება მოწმე დაავადების დიდი რაოდენობისა, ვინაიდან აფხაზეთის მცხოვრებლები არ ემორჩილებოდნენ იმ მოთხოვნებს, რომელსაც "მინისტრთა კაბინეტი" აქვეყნებდა.

სანიტარული ექიმის განცხადებით, ყველა ზომას იღებენ დაინფიცირებულთა გამოსავლენად და ინფექციის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე