ამირან გამყრელიძე - ვფიქრობ, ახალი ალგორითმით ტესტები ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კერძო სექტორმა კორონავირუსთან დაკავშირებით ტესტების შემოტანის საკითხზე უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს. როგორც მან „ფეიბუქ ლაივის“ დროს განაცხადა, გასულ კვირას ლაბორატორიული ტესტირების ახალი ალგორითმი დამტკიცდა, რომლის მიხედვითაც ტესტები ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

„მოგეხსენებათ, გასულ კვირას ლაბორატორიული ტესტირების ახალი ალგორითმი დამტკიცდა. ვფიქრობ, ახალი ალგორითმით ტესტები ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. გარდა სახელმწიფო ლაბორატორიებისა, ჩვენ ხშირად მოვუწოდებთ ასევე კერძო სექტორს, რომ მათ მეტი იაქტიურონ ტესტების შემოტანაში. როგორც ვიცი, ქვეყანაში რამდენიმე დასახელების ტესტი უკვე დარეგისტრირებულია, იგივე PCR-ი, ასევე ე.წ. სწრაფი ტესტები. კერძო სექტორმა უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს. ახლა დგინდება თითოეულ ტესტზე სახელმწიფო ტარიფი, რადგან მას შემდეგ სახელმწიფო შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის საშუალებით ანაზღაურებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხი დიდი დისკუსიის საგანი აღარ იქნება“,-განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, აუცილებელია ყველა ადამიანს ჩაუტარდეს ტესტი, ვისაც ეს სჭირდება.

„ჩვენთვის მთავარია, რომ ქვეყანაში არ იყოს ადამიანი, ვისაც ჩვენი ალგორითმის ტესტის ჩატარება სჭირდება და არ ჩაუტარდეს. აქამდე ასეთი ფაქტი არ ყოფილა“,-აღნიშნა გამყრელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა