ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - ვირუსი ბევრ რამეს ანადგურებს, რაც ჩვენთვის ძვირფასია -  არ უნდა მივცეთ მას უფლება, გაანადგუროს ჩვენი ძირეული ღირებულებები და თავისუფალი საზოგადოება

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩიმ Covid-19-ის კრიზისის პირობებში, ევროპის სახელმწიფოებს ადამიანის უფლებათა, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის მითითება მისცა. ინფორმაციული სახის დოკუმენტი ევროპის საბჭოს 47-ვე წევრ ქვეყანას გაეგზავნა.

„ვირუსი ბევრი ადამიანის სიცოცხლეს და კიდევ ბევრ რამეს ანადგურებს, რაც ჩვენთვის ძვირფასია. ჩვენ არ უნდა მივცეთ მას უფლება, გაანადგუროს ჩვენი ძირეული ღირებულებები და თავისუფალი საზოგადოება. ძირითადი სოციალური, პოლიტიკური და სამართლებრივი პრობლემები, რომლის წინაშე ჩვენი წევრი ქვეყნები დადგებიან, იქნება მათი უნარი, ეფექტურად უპასუხონ აღნიშნულ კრიზისს და ამასთანავე, უზრუნველყონ, რომ მათ მიერ მიღებული ზომები არ დააზიანებს ჩვენს გრძელვადიან ინტერესს, რომელიც გულისხმობს ფუნდამენტური ღირებულებების, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვას“, - აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.

მითითება, რომელიც გენერალურმა მდივანმა წევრ ქვეყნებს გაუგზავნა, დაეხმარება მათ უზრუნველყონ, რომ აღნიშნული კრიზისის დროს, წევრი ქვეყნების მიერ მიღებული ზომები იქნება ვირუსის გავრცელებით შექმნილი საფრთხის პროპორციული და ლიმიტირებული დროში.

დოკუმენტი რამდენიმე საკვანძო მიმართულებას მოიცავს, მათ შორის საგანგებო მდგომარეობის დროს კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემას, ადამიანის ფუნდამენტური უფლბების დაცვას, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების, კონფიდენციალურობისა და მონაცემების დაცვას, მოწყვლადი ჯგუფების დისკრიმინაციისგან დაცვასა და განათლების უფლებას. დანაშაულისგან დაცვასა და დანაშაულის მსხვერპლთა დაცვას.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს