იტალიის პრემიერი - ჩვენ რომ მკაცრი კარანტინი თავიდანვე დაგვეწესებინა, გიჟად ჩამთვლიდნენ

იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯუზეპე კონტე მისი მთავრობის მიმართ არსებულ კრიტიკას გამეხმაურა, რომ ქვეყანამ სათანადოდ მკაცრი ზომები ვერ მიიღო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის დროს.

„დრო რომ უკან დაბრუნდეს იგივეს გავაკეთებდი. ჩვენ ჩინეთისგან სრულიად განსხვავებული სისტემა გვაქვს. ჩვენთვის კონსტიტუციური თავისუფლების შეზღუდვა კრიტიკული გადაწყვეტილება იყო და ის ძალიან ფრთხილად უნდა მიგვეღო. ჩვენ მკაცრი კარანტინი და კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა თავიდანვე რომ დაგვეწესებინა, როცა პირველი კლასტერები გაჩნდა, ხალხი გიჟად ჩამთვლიდა“, - აღნიშნა კონტემ.

ცნობისთვის, იტალიის მთავრობა არაერთხელ გააკრიტიკეს არასათანადოდ მკაცრი ზომების მიღების გამო. ჩინეთის წითელი ჯვრის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ ქვეყანაში შეზღუდვები რეალურად არ მოქმედებდა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს