რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, აგრესიული ტესტირებით ჟურნალისტებსაც შეამოწმებენ

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, აგრესიული ტესტირებით ჟურნალისტებსაც შეამოწმებენ.

როგორც გოფოძემ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, ტესტირების ახალი ალგორითმით ტესტები ხელმისაწვდომი იქნება მაღალი რისკის ჯგუფებისთვის, მათ შორის ჟურნალისტებისთვის.

„ეს არის მედიცინის სფეროს წარმომადგენლები, ესენი არიან ჟურნალისტები, რომლებიც ასევე მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან და ხდება გამოყოფა სხვა ჯგუფებისაც. ეს არის მომსახურების სფერო და ა.შ.“ - განაცხადა ლევან გოფოძემ.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ სხვადასხვა ჯგუფებისთვის COVID-19-ის ტესტირების ახალი ალგორითმები დაამტკიცა. დოკუმენტის მიხედვით, საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებს აგრესიული ტესტირება ჩაუტარდებათ. ეს ჯგუფები არიან: პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირები, თავდაცვის ძალები და საეკლესიო პირები, მათ შორის მონასტრებში მყოფი ადამიანები.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს