მაია ცქიტიშვილი - რეგულაცია, რომელიც გულისხმობს პირადი მანქანების გადაადგილების შეზღუდვას  არ ეხება სასურსათო მაღაზიებს, აფთიაქებს და იმ ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც დღეისთვის  დაშვებულია

ყველა ის დაწესებულება, რომელიც მოქმედებდა დღემდე გააგრძელებს ფუნქციონირებას, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს ეხება სასურსათო მაღაზიებს და სააფთიაქო ქსელებს, მოვუწოდებ მოქალაქეებს, რომ არ აღიქვან ეს დამატებით შეზღუდვად, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არაერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ ქვეყნის სასურსათო და სააფთიაქო ქსელების მომარაგება არის უწყვეტი.

„შესაბამისად, ხვალინდელი შეზღუდვა, რომელიც გულისხმობს მხოლოდ პირადი მანქანების გადაადგილების შეზღუდვას არ ეხება სურსათის მაღაზიებს, აფთიაქებს და სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც დღეისთვის არის დაშვებული და რომელიც ხორციელდება ჯანდაცვის სამინისტროს სტანდარტების შესაბამისად. ამ დაწესებულებების ფუნქციონირებას არაფერი ემუქრება“, - განაცხდა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, ასევე ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ ფუნქციონირებას ის მიწოდების სერვისები, რომლებიც უზრუნველყოფდა როგორც სასურსათო პროდუქციის მიტანას მომხმარებლამდე, ასევე წამლების და სხვა ნებისმიერი საქონლისას, რომელიც მიეწოდებოდა დაშვებული ეკონომიკური სუბიექტიდან. მან ასევე განმარტა, რომ პირადი მანქანებით გადაადგილების შეზღუდვა არ გულისხმობს არანაირ შეფერხებას ან შეზღუდვას იმ მაღაზიების ქსელების მიმართ, რომლებიც დღეის მდგომარეობით ფუნქციონირებდნენ. რაც შეეხება სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს, სხვა დარგებს, რომლებიც ასევე 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, ყველა ამ სუბიექტისთვის იქნება დაშვებული სპეციალური საშვები, რომელიც მათ საშუალებას მისცემს შეასრულონ თავიანთი ფუნქციები და შეუფერხებლად გადაადგილდნენ, რისთვისაც შესაბამისმა სუბიექტებმა უნდა მიმართონ მათ დარგობრივ უწყებას, მაგალითისთვის სასურსათო მაღაზიის ქსელმა ან სურსათის უზრუნველყოფისთვის საჭირო ბიზნესმა უნდა მიმართოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

,,ჩვენ მივმართავთ განსაკუთრებით მსხვილ სასურსათო მაღაზიათა ქსელებს, მსხვილ სააფთიაქო ქსელებს, მსხვილ ბიზნესს, რომელთაც ამის საშუალება აქვთ, რომ მათ მაქსიმალურად იზრუნონ თავიანთი თანამშრომლების ტრანსპორტირებაზე, რაც უნდა განახორციელონ ორგანიზებულად. მათ ამისთვის დასჭირდებათ მგზავრთა გადაყვანის უფლება, რისთვისაც უნდა მიმართონ შესაბამის დარგობრივ უწყებას და თუ რამე კითხვა დარჩებათ შესაბამისად მიმართონ ჩვენს საგანგებო მდგომარეობაზე სპეციალურად შექმნილ სამთავრობო ხაზს 144. გვაქვს იმედი, რომ განსაკუთრებით მსხვილი ბიზნესი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს თავიანთ თანამშრომლებს, რომ არ შეექმნათ დისკომფორტი. მომდევნო 4 დღე არის დასვენების, ისედაც ძალიან ბევრი სტრუქტურა მუშაობს სხვა რეჟიმში, რაც უფრო შეამსუბუქებს იმ საჭიროებებს რომელიც მათ თანამშრომლებსაც ექნებათ გადაადგილებასთან დაკავშირებით“ , -განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას