27 აპრილიდან მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება, ტაქსების ოპერირება, ონლაინ ვაჭრობა, მიტანის სერვისები და ღია აგრარული ბაზრების საქმიანობა ნებადართული იქნება

27 აპრილიდან მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება, ტაქსების ოპერირება, ონლაინ ვაჭრობა, მიტანის სერვისები და ღია აგრარული ბაზრების საქმიანობა ნებადართული იქნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ შეზღუდვები მოეხსნება ყველა კომპანიას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ პროტოკოლს აკმაყოფილებს.

„27 აპრილიდან ჩვენ ვიწყებთ ღონისძიების შემსუბუქების და ეკონომიკის გახსნის პირველ ეტაპს, რაც ნიშნავს იმას, რომ 27 აპრილიდან სრულად იქნება დაშვებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება. გარდა ამისა სრულად იქნება დაშვებული ტაქსების ოპერირება, სრულად იქნება დაშვებული ონლაინ ვაჭრობა - საბითუმო და საცალო, მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა. თუმცა აქვე მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ეს ყველაფერი ეხება იმ კომპანიებს, იმ დაწესებულებებს და იმ ობიექტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ წესებს. ამ შემთხვევაში ყველა ეს მიმართულება ფუნქციონირებს. ჯანდაცვის სამინისტროს აქვს მკაფიოდ შექმნილი პროტოკოლები, რომლებიც ნიშნავს, რომ მაგალითად ტაქსის მძღოლი უნდა იყოს პირბადით, მაგალითად ღია აგრარულ ბაზრებს აქვთ სპეციალური ეპიდემიის კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უნდა იყოს დაცული. ამ პირობების დაცვის შემთხვევაში ეს მიმართულებები ორშაბათიდან იქნება გახსნილი და ნებადართული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა