თემაზე „პანდემიით გამოწვეული პრობლემები და მყისიერი საჭიროებები განათლების სექტორში“ მრგვალი მაგიდა გაიმართა

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ორგანიზებით, თბილისში მრგვალი მაგიდა გაიმართა. ონლაინ ფორმატში დაგეგმილი შეხვედრის თემას წარმოადგენდა: „პანდემიით გამოწვეული პრობლემები და მყისიერი საჭიროებები განათლების სექტორში“.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდიდან აცნობეს, წამოწყებული ინიციატივის მიზანია თავი მოუყაროს განათლების სფეროში მოქმედ ორგანიზაციებსა და ექსპერტებს; შეიქმნას ისეთი პლატფორმა, სადაც ისინი ღიად ისაუბრებენ კორონავირუსის შედეგად განათლების სექტორში წარმოქმნილ გამოწვევებზე, ერთობლივად გამოავლენენ შექმნილ პრობლემებს, დასახავენ მათი გადაჭრის გზებსა და მეთოდებს, რაც თავის მხრივ მაქსიმალურად შეამსუბუქებს არსებულ სიტუაციას და განათლების სექტორს საშუალებას მისცემს განაგრძოს უკეთ ფუნქციონირება და განვითარება პანდემიის შედგომ პერიოდშიც.

„შეხვედრას 15-ზე მეტი ორგანიზაცია დაესწრო და თითოეულ მათგანს საშუალება ჰქონდა საკუთარი ხედვა და მიდგომა წარმოედგინა. შეხვედრის შემდეგ, მრგვალი მაგიდის მონაწილეების დახმარებით, მომზადდება პირველადი დოკუმენტი, გამოვლინდება ის ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც განათლების სფეროში მოქმედ ორგანიზაციებსა და ექსპერტებს საშუალება მიეცემათ სიღრმისეულად იმუშაონ და განახორციელონ ისეთი ახალი პროექტები, რასაც ფონდი და სხვა დონორი ორგანიზაციები გაუწევენ ფინანსურ მხარდაჭერას. გპფ-ს მხრიდან გათვალისწინებულია ონლაინ მრგვალი მაგიდის შემდგომი რაუნდების ჩატარება და მონაწილეთა გაფართოება, რათა მაქსიმალურად მეტმა ორგანიზაციამ და ექსპერტმა შეძლოს იმუშაოს საგანმანათლებლო თემაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი წარმოადგენს საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომლის მიზანიცაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებასა და წინსვლას. გპფ, როგორც საგანმანათლებლო სისტემის გულშემატკივარი, არაერთი საგანმანათლებლო პროექტის მხარდამჭერია ქვეყანაში. ამ ჯერზეც, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ფონდმა გადაწყვიტა საკუთარი წვლილი შეიტანოს პანდემიით გამოწვეული პრობლემების გადაჭრაში და ამ სახით გვერდში დაუდგეს ქვეყანას და მის მოსახლეობას. ორგანიზაცია მზადყოფნას გამოთქვამს დაეხმაროს სისტემას იმგვარად, რომ მოსწავლეებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა რაც შეიძლება უმტკივნეულოდ გადალახონ სწავლა-სწავლების ეს რთული სიტუაცია.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს