რუსეთში შეიარაღებული ძალების მთავარი ეკლესიის მშენებლობა, რომელშიც პუტინის, სტალინის, ლავროვის, შოიგუს მოზაიკური გამოსახულებები განთავსდება, 9 მაისს დასრულდება

გიგანტური ტაძრის მშენებლობა, რომელსაც რუსეთში, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით აშენებენ, 9 მაისს დასრულდება. დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლის ტაძარში, რომელსაც ექვსი მოოქროვილი გუმბათი ედგმება, წარმოდგენილი იქნება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და იოსებ სტალინის მოზაიკური გამოსახულებები. მედიის ინფორმაციით, ტაძრის კედლებზე არა მხოლოდ სტალინის და პუტინის, არამედ თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს, საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის და უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის მოზაიკური გამოსახულებებიც განთავსდება.

„ფრანს 24“-ის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ შეიარაღებული ძალების ტაძარი არა მხოლოდ ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების, არამედ სხვა გამარჯვებების სიმბოლოც იქნება, მათ შორის „ყირიმის დაპყრობის“. კიდევ ერთი წარწერა, რომლის გაკეთებაც ტაძარში იგეგმება არის - „ყირიმი ჩვენია“.

ცნობისთვის, მოსკოვი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75 წლისთავის აღნიშვნას გრანდიოზულად გეგმავდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო დაგეგმილი ღონისძიებები სექტემბრამდე გადაიდო.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს