თამარ გაბუნია - თუ ქუჩაში დავდგებით და ჯანმრთელი მოსახლეობის ტესტირებას დავიწყებთ, ამ შემთხვევაში ძალიან დაბალია ალბათობა, რომ ტესტს შედეგი ექნება, სამაგიეროდ, ძალიან ბევრ 150 ლარს დავხარჯავთ

ჩვენ თუ დავდგებით ქუჩაში და დავიწყებთ ჯანმრთელი მოსახლეობის ტესტირებას, ამ შემთხვევაში ძალიან დაბალია იმის ალბათობა, რომ რაღაც შედეგი ამ ტესტს ექნება, სამაგიეროდ, ძალიან ბევრ 150-150 ლარს დავხარჯავთ და არ მივიღებთ არც ერთ დადასტურებულ შემთხვევას , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ "პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

მისი თქმით, არც ერთი პირი, რომელსაც სჭირდება ტესტირება ეპიდემიის მიზნებისთვის, ტესტირების მიღმა არ რჩება.

“მნიშვნელოვანია, რომ რაღაც წესებს დავემორჩილოთ ყველა და ვიცოდეთ, რა შემთხვევაში რა ტიპის ინტერვენცია არის შედეგიანი და როგორ უნდა მოვიქცეთ ამა თუ იმ შემთხვევაში. 150 ლარი არის სერვისის ღირებულება, მაგრამ ამას ზემოდან ემატება კიდევ ტესტის საკმაოდ სოლიდური ღირებულება, რომელსაც სახელმწიფო დამატებით ცალკე უზრუნველყოფს და არც ერთი პირი, რომელსაც სჭირდება ტესტირება ეპიდემიის მიზნებისთვის, ტესტირების მიღმა არ რჩება. რაც შეეხება ტესტირების სურვილს, ხშირად გვაქვს შემთხვევები, როცა ტესტირება სრულად აზრს მოკლებულია იმიტომ, რომ ტესტის გამოყენებას მაშინ აქვს აზრი, როცა შექმნილია გარკვეული კლინიკური მდგომარეობა, რაც ქმნის იმ პირობას, რომ ეს ტესტი იქნება შედეგიანი, იმუშავებს.

ჩვენ თუ დავდგებით ქუჩაში და დავიწყებთ ჯანმრთელი მოსახლეობის ტესტირებას, ამ შემთხვევაში ძალიან დაბალია იმის ალბათობა, რომ რაღაც შედეგი ამ ტესტს ექნება, სამაგიეროდ ძალიან ბევრ 150 ლარს და კიდევ ზემოდან მეორე 150 ლარს დავხარჯავთ და არ მივიღებთ არც ერთ დადასტურებულ შემთხვევას. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ის, რომ გეგმაზომიერად მივყვეთ ამ პროცესს და არ გახდეს ეს პროცესი ქაოტური და ინტერესიდან გამომდინარე, არ მოხდეს უბრალოდ ტესტირება, რაც იქნება ძალიან დამაზიანებელი როგორც იმ ადამიანისთვის, ვინც ფული გადაიხადა და მიიღო რაღაც პასუხი და ასევე ექნება პროგრამულად დამაზიანებელი, რადგან ჩვენ ვერ გავერკვევით ეპიდემიურად ვის და როგორ ვიკვლევთ.

მე არავის არ ვურჩევ, ყველა ჩემი ნაცნობი, მეგობარი, ახლობელი რომელიც მეუბნება, აი, ხომ არ შეიძლება, ტესტი გავიკეთო, იმიტომ, რომ მაინტერესებს, ნეტავ, ხომ არ მაქვს კორონავირუსი. არ არის ეს გამართლებული და ვერავის ვერ ვურჩევ საკუთარი სურვილის და ინტერესის გამო ტესტის ჩატარების შესაძლებლობა ეძიოს”, - განაცხადა გაბუნიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო