დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას მონიტორინგი აქტიურად მიმდინარეობს

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სამეგრელოს, იმერეთის, გურიის, რაჭის რეგიონებსა და აჭარაში მავნებლის მონიტორინგი აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის შემუშავებული რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით, მუნიციპალიტეტების სოფლებში განთავსებულ მონიტორინგის სისტემებს ამოწმებენ და არსებულ მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან. სპეციალისტების ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, ფაროსანას გავრცელების არეალი ერთეულ შემთხვევებში ფიქსირდება. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაწყების ვადა და დასამუშავებელი ტერიტორიების არეალი, მონიტორინგის შედეგების საფუძველზე განისაზღვრება. ამასთანავე, სამინისტროს ინფორმაციით, პირველი ეტაპისათვის, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში 2 520 მონიტორინგის სისტემაა განთავსებული.

უწყებაში განმარტავენ, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიუხედავად, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი ფერმერებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან კოორდინირებულ მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს.

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ SMS რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.parosana.ge

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს