საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს მადრიდიდან ავიარეისი შესრულდება

საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად და ორგანიზებულად დაბრუნების პროცესს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დღეს მადრიდიდან თბილისის მიმართულებით ჩარტერული რეისი შესრულდება.

მათი ინფორმაციით, მგზავრთა შორის არიან განსაკუთრებული საჭიროებების და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ორსული ქალები, სტუდენტები, არასრულწლოვანი მოქალაქეები და ესპანეთის სამეფოში პანდემიის გავრცელების გამო თავშესაფრის გარეშე დარჩენილი პირები. ბორტზე ასევე იქნებიან ტრანზიტული მგზავრები ლათინური ამერიკიდან, კერძოდ ურუგვაიდან.

"არგენტინაში საქართველოს საელჩოს მიერ არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მიგრაციის ეროვნულ სამსახურთან გამართული კონსულტაციების შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს უფლება მიეცათ გადმოეკვეთათ ურუგვაი-არგენტინის საზღვარი, რომელიც ჩაკეტილია სანიტარული კრიზისის გამო. საზღვარზე მოქალაქეებს საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები დახვდნენ და მათი ბუენოს-აირესის აეროპორტში გადაყვანა უზრუნველყვეს, საიდანაც საქართველოს მოქალაქეები ესპანეთის მთავრობის მიერ საკუთარი მოქალაქეების რეპატრიაციის მიზნით განხორციელებული რეისით - ბუენოს-აირესი-მადრიდი, ესპანეთში ჩაფრინდნენ. საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, უკვე შესრულდა რეისები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკიდან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონიდან, ვარშავიდან.

30 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 17,072 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა 8,728 მოქალაქე.

COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს,"- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

საგარეო უწყების ცნობით, ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება: 2 მაისი - პრაღა-ბათუმი, 5 მაისი - ათენი-თბილისი; 7 მაისი - ამსტერდამი-თბილისი; 9 მაისი - ბერლინი-თბილისი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა