თათული ღვინიანიძის რომანი „აღიარება ხელისგულზე“, ჟურნალ „გზასთან“ ერთად, უკვე ხელმისაწვდომია

თათული ღვინიანიძის რომანი „აღიარება ხელისგულზე“ ჟურნალ „გზასთან“ ერთად უკვე გამოვიდა.

„აღიარება ხელისგულზე“ არის ჩემეული პროტესტი 21-ე საუკუნის მიმართ და იმ მანკიერებათა მიუღებლობა, რომელიც საზოგადოებაში სენივით გავრცელდა. მორალისა და პროფესიის ჭიდილი... კითხვებზე პასუხი: სად გადის ზღვარი პროფესიონალიზმსა და ამორალურობას შორის, როდის ვემსახურებით ჩვენს საქმეს და როდის ვიყენებთ საქმიანობას პირადი ინტერესებისთვის“, - აცხადებს მწერალი, თათული ღვინიანიძე.

შეგახსენებთ, რომ გამომცემლობა „პალიტრა L“ და ქართველი ავტორები გაერთიანდნენ, რათა პროექტ „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებული წიგნები მკითხველისთვის უფრო ხელმისაწვდომი იყოს. მათგან პირველია „გახდი ბესტსელერის ავტორი 2017-ის“ გამარჯვებული რომანი „აღიარება ხელისგულზე“, რომლის შეძენაც, ჟურნალთან ერთად, დღეიდან უკვე შესაძლებელია.

რო­გორც გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, ამ შემ­თხვე­ვა­ში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ფასი, რათა მკი­თხვე­ლის­თვის ეს წიგ­ნე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად ხელ­მი­საწ­ვდო­მი გამ­ხდა­რი­ყო: „გვი­ხა­რია, რომ ავ­ტო­რებ­თან შე­თან­ხმე­ბი­თა და მათი მხარ­და­ჭე­რით, ეს გა­მოგ­ვი­ვი­და და მკი­თხვე­ლი წიგ­ნე­ბის შე­ძე­ნას სპეციალურ ფასად შეძ­ლებს“, - ამ­ბობს ანა­ნო თავ­ხე­ლი­ძე, გამომცემლობის მარკეტინგისა და პიარის ხელმძღვანელი.

წიგნის სპეციალური ფასია - 8,50 ლარი, ჟურნალთან ერთად - 10,00.

ელ­ვა­მარ­კე­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, სა­დაც შე­გიძ­ლი­ათ, შე­­ძი­ნოთ წიგ­ნი

მარ­კე­ტე­ბის მი­სა­მარ­თე­ბი, სა­დაც პრე­სას­თან ერ­თად, წიგ­ნის შე­ძე­ნას შეძ­ლებთ

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს