ამირან გამყრელიძე - ყოველ 14 დღეში ერთხელ სამედიცინო პერსონალის ინტენსიური გამოკვლევები დავიწყეთ, ტესტირებას ჩავუტარებთ კარანტინში მყოფ ადამიანებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ტესტირებების გაფართოება პირველ ეტაპზე შეეხება იმ სამედიცინო პერსონალს და კლინიკების თანამშრომლებს, სადაც კოვიდინფიცირებულების მკურნალობა მიმდინარეობს. ასევე სასწრაფოს თანამშრომლებსა და მათთან ერთად მომუშავე პერსონალს, კარანტინში მყოფ ადამიანებსა და ეპიდემიოლოგიური ჯანდაცვის მუშაკებს.

მისივე თქმით, ამ ადამიანებს ყოველ 14 დღში ერთხელ ჩაუტარდებათ ტესტირება.

„გაფართოება რამდენიმე ეტაპად არის დაგეგმილი. დღეს ქვეყანაში იტესტება ყველა ის ადამიანი, ვინც ექვემდებარება კოვიდზე შესაძლებელი შემთხვევის განსაზღვრებას. ესენი არიან ის ადამიანები, ვისაც აქვთ ან არ აქვთ ცხელება, თუმცა აქვთ რესპირაციული ინფექციის სიმპტომები. დღეს იტესტება ცხელების კლინიკაში ყველა მისული პაციენტი და ყველა პნევმონიის მქონე ადამიანი ნებისმიერ კლინიკაში. ასევე დავიწყეთ ყოველ 14 დღეში ერთხელ სამედიცინო პერსონალის ინტენსიური გამოკვლევები. პირველ ეტაპზე ესენი იქნებიან იმ კლინიკების, სადაც კოვიდიანების მკურნალობა მიდი და ცხელების კლინიკის პერსონალი: ექიმები, ექთნები, უმცროსი სამედიცინო პერსონალი და ადმინისტრაციული პერსონალი. ამის შემდეგ ტესტირებას ჩვენ ჩავუტარებთ კარანტინში მყოფ ადამიანებს მე-13 და მე-14 დღეს მათი იქ ყოფნის, ანუ კარანტინიდან გამოსვლის წინა დღეებში. ყველა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი, ექთანი, მძღოლი და ა.შ. ასევე ექვემდებარება ყოველ 14 დღეში ერთხელ გამოკვლევს. ყველა ჩვენი ეპიდემიოლოგიური ჯანდაცვის მუშაკი, ვინც დადის და სინჯებს იღებს ასევე აუცილებელია მათი ყოველ 14 დღეში გატესტვა და ასე თანდათან ვაფართოებთ. ასევე საუბარი გვაქვს ტრაილერების მძღოლებზე, რომლებიც საქართველოში შემოდიან და შემოაქვთ ტვირთი“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება ჟურნალისტებს, როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, ისინი არ წარმოადგენენ ძალიან მაღალ რისკ ჯგუფს, შესაბამისად, მათი გათვალისწინება მომდევნო ეტაპებზე მოხდება.

„რაც შეეხება ჟურნალისტებს, ისინი არ არიან ძალიან მაღალი რისკის მატარებლები, როგორიც მაგალითად მე, რომელსაც ყოველდღიური კონტაქტი მაქვს ინფიცირებულ ადამიანებთან, მაგრამ თუ რომელიმე მათგანს რაიმე სიმპტომი გაუჩნდა, აუცილებელია, რომ მიმართონ ცხელების კლინიკას ან პირველადი ჯანდაცვის ექიმს და თუ საჭირო იქნება ჩაუტარდებათ ტესტირება. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჟურნალისტები გათვალისწინებული იქნებიან, ოღონდ უფრო მომდევნო ეტაპებზე“,-აღნიშნა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა