ბექა ლილუაშვილი - საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელმაც პანდემიის გავრცელების შემდეგ მიმდინარე პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან გაფართოებული ფინანსური მხარდაჭერა მიიღო

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი მიმდინარე პროგრამის მე-6 მიმოხილვა დაასრულა და ის ფინანსური მხარდაჭერა დაამტკიცა, რომელსაც საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიიღებს. ამ დახმარების პირველი ტრანში არის 200 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც მომავალ კვირას გადმოირიცხება, - ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელმაც პანდემიის გავრცელების შემდეგ მიმდინარე პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან გაფართოებული ფინანსური მხარდაჭერა მიიღო და დამატებით კიდევ მიიღებს.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში არის ძალიან მაღალი დონის მაკროეკონომიკური მენეჯმენტი და ეს მნიშვნელოვანი სიგნალია ყველა საერთაშორისო განვითარების პარტნიორისთვის, რომ საქართველოში შესაძლებელია მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მობილიზება. ისინი, როგორც ჩვენთვის აქამდეც იყო ცნობილი, უერთდებიან საერთაშორისო სავალუტო პროგრამის მიმდინარეობას და ჩვენთვის ხელმისაწვდომს ხდიან 1,5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს როგორც საბიუჯეტო დახმარების, ასევე სხვადასხვა პროექტის დაფინანსების მიმართულებით. ეს არის ის თანხები, რომლითაც ნაწილობრივ დაფინანსდება მიმდინარე ბიუჯეტის საჭიროებები, ხოლო მეორე მხრივ ყველა ის ღონისძიება, რომელიც მთავრობის ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაში იყო წარმოდგენილი. ეს საქართველოს მთავრობას საშუალებას აძლევს, იზრუნოს თითოეული მოქალაქის მიმდინარე საჭიროებებზე, მხარი დაუჭიროს მათ კრიზისის განმავლობაში და დაეხმაროს ეკონომიკას კრიზისიდან სწრაფად გამოსვლის პროცესში“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ ახალი კორონავირუსის პანდემიის ეფექტის შესარბილებლად საქართველოსთვის 200 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა დაამტკიცა. მათივე ცნობით, ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საერთაშორისო სავალუტო ფონდის(IMF) ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

„ფონდი ასევე აღნიშნავს, რომ წარმატებით დასრულდა საქართველოს ეკონომიკური პროგრამის VI მიმოხილვაც.

საქართველოსთვის 200 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფასთან დაკავშირებით აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორიც.

კრისტალინა გეორგიევა მიესალმება საქართველოს ძალისხმევას ახალი კორონავირუსის პირობებში ჯანდაცვის სექტორში საბიუჯეტო ხარჯების გაზრდის, სოციალური დაცვის გაძლიერებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით,“ - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ბექა ლილუაშვილი - საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელმაც პანდემიის გავრცელების შემდეგ მიმდინარე პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან გაფართოებული ფინანსური მხარდაჭერა მიიღო

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი მიმდინარე პროგრამის მე-6 მიმოხილვა დაასრულა და ის ფინანსური მხარდაჭერა დაამტკიცა, რომელსაც საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიიღებს. ამ დახმარების პირველი ტრანში არის 200 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც მომავალ კვირას გადმოირიცხება, - ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელმაც პანდემიის გავრცელების შემდეგ მიმდინარე პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან გაფართოებული ფინანსური მხარდაჭერა მიიღო და დამატებით კიდევ მიიღებს.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში არის ძალიან მაღალი დონის მაკროეკონომიკური მენეჯმენტი და ეს მნიშვნელოვანი სიგნალია ყველა საერთაშორისო განვითარების პარტნიორისთვის, რომ საქართველოში შესაძლებელია მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მობილიზება. ისინი, როგორც ჩვენთვის აქამდეც იყო ცნობილი, უერთდებიან საერთაშორისო სავალუტო პროგრამის მიმდინარეობას და ჩვენთვის ხელმისაწვდომს ხდიან 1,5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს როგორც საბიუჯეტო დახმარების, ასევე სხვადასხვა პროექტის დაფინანსების მიმართულებით. ეს არის ის თანხები, რომლითაც ნაწილობრივ დაფინანსდება მიმდინარე ბიუჯეტის საჭიროებები, ხოლო მეორე მხრივ ყველა ის ღონისძიება, რომელიც მთავრობის ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაში იყო წარმოდგენილი. ეს საქართველოს მთავრობას საშუალებას აძლევს, იზრუნოს თითოეული მოქალაქის მიმდინარე საჭიროებებზე, მხარი დაუჭიროს მათ კრიზისის განმავლობაში და დაეხმაროს ეკონომიკას კრიზისიდან სწრაფად გამოსვლის პროცესში“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ ახალი კორონავირუსის პანდემიის ეფექტის შესარბილებლად საქართველოსთვის 200 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა დაამტკიცა. მათივე ცნობით, ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საერთაშორისო სავალუტო ფონდის(IMF) ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

„ფონდი ასევე აღნიშნავს, რომ წარმატებით დასრულდა საქართველოს ეკონომიკური პროგრამის VI მიმოხილვაც.

საქართველოსთვის 200 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფასთან დაკავშირებით აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორიც.

კრისტალინა გეორგიევა მიესალმება საქართველოს ძალისხმევას ახალი კორონავირუსის პირობებში ჯანდაცვის სექტორში საბიუჯეტო ხარჯების გაზრდის, სოციალური დაცვის გაძლიერებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით,“ - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია