პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, დაქვემდებარებული სასამართლო, ძალადობრივი ჯგუფები, საარჩევნო რეფორმის ჩავარდნა, Freedom House-ის ანგარიშში ზუსტადაა აღნიშნული ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს ქართულ პოლიტიკაში ხელისუფლების მოქმედების შედეგად დგას,- ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე Freedom House-ის ანგარიშს.
მისივე თქმით, Freedom House-ის შეფასება სრულფასოვანი და ობიექტურია და მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ის სძენს, რომ ახლა, როდესაც მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის, ამ შეფასებამ გამოაჩინა, რომ პოლიტიკური თემები დავიწყებული არაა და პოლიტიკურ დღის წესრიგში გადადგმულ არასწორ ნაბიჯებს ხელისუფლებისთვის მძიმე ფასი ექნება.
„ესაა ძალიან მკაფიო სიგნალი „ქართული ოცნებისთვის“, რომ მიუხედავად პანდემიისა, პრობლემები არსად არ გამქრალა, არსად არ გამქრალან ის ადამიანები, რომლებიც შეწუხებული არიან საქართველოში მიმდინარე პროცესებით და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან 8 მარტის შეთანხმების არ შესრულებას, პოლიტპატიმრების არ გათავისუფლებას და საარჩევნო სისტემის არ შეცვლას ძალიან მძიმე და ხელისუფლებისთვის დამანგრეველი საერთაშორისო შედეგები მოჰყვება",- აცხადებს ბაქრაძე.
შეგახსენებთ, Freedom House-მა ანგარიში გამოაქვეყნდა. „მართალია სასამართლო სისტემა დიდი ხანია რაც საქართველოს პოლარიზებული პოლიტიკის პრობლემური ნაწილი იყო, თუმცა დაპატიმრებებმა და მთელმა რიგმა სადავო სასამართლო საქმეებმა 2019 წელსა და 2020 წლის დასაწყისში კიდევ უფრო დაამძიმა ისედაც დაძაბული ვითარება“ ,- ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძისა და პოლიტიკური ლიდერის გიგი უგულავას საქმეებიცაა განხილული და ამასთანავე აღნიშნულია, რომ უზენაეს სასამართლოში 14 ახალი მოსამართლის უვადოდ წარგზავნა „უკიდურესად წარუმატებელი და არაპროფესიონალური პროცესის“ შედეგად მოხდა.
ამასთან, ანგარიშში საუბარია საარჩევნო სისტემაზე და ნათქვამია, რომ მმართველ პარტიას, მის მიერ გაცემული დანაპირები რომ შეესრულებინა, ქვეყნის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ეს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მისი გამარჯვების შანსს შეამცირებდა.
This is a modal window.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"