რომან გოცირიძე - ივნისში კენჭისყრაში იმ შემთხვევაში მივიღებთ მონაწილეობას, თუ ორივე პირობა იქნება  შესრულებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ხმას არ მივცემთ  კონსტიტუციურ ცვლილებას

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება, მათ შორის უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ კონსტიტუციურ ცვლილებას მხარს არ დაუჭერს.

„საკითხი არის ძალიან მარტივად: იქნება თუ არა მომავალი არჩევნები ლეგიტიმური, აღიარებს თუ არა მას კანონიერად ქართველი ხალხი და აღიარებენ თუ არა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ვინაიდან, არაერთხელ მოატყუა ხელისუფლებამ, როგორც საკუთარი ამომრჩეველი ისე, მთელი საერთაშორისო საზოგადოება. დაჰპირდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. დღეს მიმდინარე პროცესები იძლევა იმის შანსს, რომ შესრულდეს მიღწეული შეთანხმება. ნაწილობრივ, მაგრამ მაინც გადავდივართ უკეთეს საარჩევნო სისსტემაზე, ეს იქნება 120/30-ზე და რომელიც არის შერეული, მაგრამ უფრო ახლოს პროპორციულთან, ვიდრე ძველი სისტემა. ასევე, აუცილებლად გასათავისუფლებელია პოლიტიკური პატიმრები. ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ იყო მოლაპარაკების საკითხი მეორე თემაც, ასევე ამერიკის ელჩმაც განაცხადა“ , - აღნიშნა გოცირიძემ.

მისივე თქმით, შეთანხმების შეუსრულებლობის შემთხვევაში საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან დახმარების ნაცვლად, პერსონალურ სანქციებს მიიღებენ ქართველი ჩინოვნიკები და ბიძინა ივანიშვილი.

„ნუ გვავიწყდება, რომ ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი ევროკავშირისა და ამერიკის გარეშე არ არსებობს. ეს ორგანიზაციები და ქვეყნები არიან დამფუძნებლები საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და ყველა იმ დონორი ორგანიზაციისა, რომელზეც როგორც მთავრობის წევრები ამბობენ, ცოტას კი იტყუებიან, 3 მილიონი დოლარში მოგვაწოდაო, 85% არის კრედიტი. არ იქნება ეს დახმარება და იქნება პერსონალური სანქციები ქართველი ჩინოვნიკების და ივანიშვილის წინააღმდეგ. ამიტომ, ამ ვალდებულებას შესრულება უნდა, ამისათვის არსებობს დრო. დაველოდებით, ივნისში მივიღებთ მონაწილეობას კენჭისყრაში იმ შემთხვევაში, თუ იქნება ორივე პირობა შესრულებული. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ არ მივცემთ ხმას კონტიტუციურ ცვლილებას. თუ რა ფორმის ცვლილებები ჩატარდება და ამას შემდეგ, როგორ შეაფასებს ხალხი და საერთაშორისო თანამეგობრობა, მაგას ხელისუფლება ნახავს. დაინახავენ, რა მოჰყვება ჩვენი მეგობრებისა და ჩვენი ამომრჩევლების არაერთხელ გადაგდებას“, - განაცხადა გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო