„ევექსი ჰოსპიტლების” ინფორმაციით, კოვიდის მართვის წარმატებული გამოცდილება მსოფლიოს 5 კონტინენტზე რამდენიმე ათას ჰოსპიტალს გაუზიარეს

ჰოსპიტლების საერთაშორისო ორგანიზაციების ქსელის IHF-ის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც წელიწადში ერთხელ იმართება, წელს მთლიანად COVID-19-ის თემას მიეძღვნა,- ამის შესახებ “ინტრეპრესნიუსს” „ევექსიდან” აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მოხსენებების სერია ონლაინ რეჟიმში ჩატარდა და მასში ათასობით ექიმმა მიიღო მონაწილეობა.

„საქართველოდან ერთადერთი წარმომადგენელი, რომელიც ვებინარზე მოხსენებით გამოვიდა, ევექსი ჰოსპიტლების კლინიკური დირექტორი, პროფესორი მამუკა ჩხაიძეა. მოხსენების თემა შეეხო კლინიკური გუნდების გადამზადებას და ჰოსპიტლების ინფრასტრუქტურის მორგებას COVID-19-ის გამოწვევებთან. საქართველოს წარმომადგენელმა მსოფლიოს გაუზიარა საკუთარი წარმატებული გამოცდილება ევექსი ჰოსპიტლების ქსელში დასაქმებული სამედიცინო პროფესიონალების გადამზადების მოდულში.

მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ონლაინ სამედიცინო კონფერენცია 7 მაისს, თბილისის დროით 15:00 სთ-ზე დაიწყო.

ჰოსპიტლების საერთაშორისო ფედერაცია IHF მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰოსპიტალური გაერთიანებაა, რომლის სრულუფლებიანი წევრი საქართველოდან კავკასიის მედიცინის ცენტრია”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა