ადვოკატი - გუდაურში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე, არაერთი ვერსია გაჟღერდა, მათ შორის ურთიერთგამომრიცხავიც - ეტაპობრივად დავიწყებთ საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას

გუდაურში მოკლული თამაზ გორთამაშვილის ოჯახის ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით საზოგადოებაში ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები გავრცელდა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ლაშა ტყეშელაძე აცხადებს, საზოგადოებაში გავრცელებული ვერსიები, მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება.

მისივე თქმით, მომხდარზე გამოძიება უკვე დასრულებულია , შესაბამისად ხელთ აქვთ საჭირო მტკიცებულებები და საზოგადოების დაინტერესებული ნაწილისთვის თანდათან სწორი ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს.

„გუდაურში, 16 თებერვალს მომხდარი გახმაურებული მკვლელობის ფაქტზე, არა ერთი ვერსია გაჟღერდა, მათ შორის ურთიერთგამომრიცხავიც, რამაც საზოგადოების დაბნევა და ორ პოლუსად გახლეჩა გამოიწვია, რაც სავსებით ლოგიკურია, რადგან საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ფაქტები არის დამახინჯებული.

მიუხედავად იმისა, რომ ოჯახისთვის შეურაცხყოფის და სიძულვილის ტალღის ატანა, მითუმეტეს ასეთი ტრაგედიის ფონზე, რთული იყო, თავს ვიკავებდით საპასუხოდ აქტიური ნაბიჯებისგან და ველოდებოდით გამოძიების დასრულებას, რადგან არ გვქონდა მტკიცებულებები სრულად, თუ რა მოხდა აღნიშნულ ტრაგედიის დღეს. ახლა, როცა გამოძიება დასრულდა და ხელთ გვაქვს ყველა სათანადო მტკიცებულება, ეტაპობრივად დავიწყებთ საზოგადოების დაინტერესებული ნაწილისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას, რაც ფაქტებით და უტყუარი მტკიცებულებებით იქნება გამყარებული და არა დამახინჯებული“, - აღნიშნავს ლაშა ტყეშელაძე.

ცნობისთვის, 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს თავდაპირველად ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, შემდეგ კი ცემის მუხლით. ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?